რუსეთის საგადასახადო სამსახური საქართველოს ოფშორების სიიდან ამოღებას აპირებს

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახური
რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახური - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახური ამზადებს უწყებრივ ბრძანებას, რომლის თანახმად, საქართველო ამოღებული იქნება იმ ქვეყნების სიიდან, რომლებიც გადასახადებთან დაკავშირებით ინფორმაციების გაცვლას არ უზრუნველყოფენ.

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის ფედერალურმა საგადასახადო სამსახურმა დააზუსტა გეგმები ზოგიერთი იურისდიქციის იმ ქვეყნების ჩამონათვალიდან ამოღების შესახებ, რომლებიც გადასახადებთან დაკავშირებით ინფორმაციების გაცვლას არ უზრუნველყოფენ: უახლოეს პერიოდში ამ სიიდან შეიძლება ამოიღონ ესტონეთი, საქართველო და მავრიკი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სამსახურის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია სიიდან რვა ქვეყნის ამოღების შესახებ, თუმცა, უწყების პრეს-სამსახურში განმარტეს, რომ ჯერჯერობით საუბარია სამ ქვეყანაზე, რომლებმაც აჩვენეს, რომ მზად არიან, რუსეთთან საგადასახადო ინფორმაციის გაცვლა სრულფასოვნად განახორციელონ.

ნოდარ ხადური - Sputnik საქართველო
ფინანსთა სამინისტრო: მოგების გადასახადის რეფორმა 2017 წლამდე გადაიდო

„დიდი ოცეულის“ ქვეყნებმა გადაწყვიტეს, იმ იურისდიქციებით დაკავდნენ, რომლებიც საგადასახადო ინფორმაციის საერთაშორისო გაცვლაში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ. მიმდინარე წლის გაზაფხულზე „ოცეულის“ ქვეყნების ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელების შეკრებაზე „სადამსჯელო ზომების“ მიღებაზეც კი იმსჯელეს. შემდეგი სამიტისთვის „ფინანსური ოცეულის“ მონაწილეები ასეთი ქვეყნების სიის მომზადებას აპირებდნენ.

ქვეყნის ეროვნული საგადასახადო სამსახურები ასევე ოფშორების საკუთარ ნუსხებს ამზადებენ. ფედერალური საგადასახადო სამსახურის ჩამონათვალში ამჟამად 100-ზე მეტი სახელმწიფო და 19 ტერიტორიაა.

ყველა ახალი ამბავი
0