რუსეთში კოტე მახარაძის წიგნის გამოსაცემად ფულს კრაუდფანდინგით აგროვებენ

© photo: Sputnik / Юрий Сомов / გადასვლა მედიაბანკშიკოტე მახარაძე კომენტატორის ჯიხურში
კოტე მახარაძე კომენტატორის ჯიხურში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტის დასრულებამდე 39 დღე დარჩა. ინიციატივის მხარდაჭერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. სანქტ-პეტერბურგული საგამომცემლო ცენტრი „ჰუმანიტარული აკადემია“ (Гуманитарная Академия) ფეხბურთის ცნობილი ქართველი და საბჭოთა კომენტატორის, კოტე მახარაძის წიგნის ხელახალ გამოცემას გეგმავს და კრაუდფანდინგით აგროვებს ფულს.

თბილისის დინამო - შემადგენლობა, რომელმაც 1981 წლის 13 მაისს თასების მფლობელთა თასი მოიგო - Sputnik საქართველო
კოტე მახარაძე: Ликует столица Грузии и вся страна...

საუბარია 2001 წელს გამოცემულ წიგნზე „რეპორტაჟი მიკროფონის გარეშე“, რომელიც სპორტის, ხელოვნებისა და საქართველოს 1930-1980-იანი წლების ცხოვრების შესახებ მემუარულ ნარკვევებს მოიცავს.

განახლებულ გამოცემაში, რომელიც 2016 წლის ნოემბერში უნდა გამოიცეს კოტე მახარაძის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, იგეგმება ქვეთავის დამატება, რომელშიც მისი მეგობრებისა და კოლეგების ჩანაწერები შევა.

კრაუდფანდინგი მიმდინარეობს ვებ-გვერდზე planeta.ru.

© ეროვნული არქივიკოტე მახარაძე
კოტე მახარაძე - Sputnik საქართველო
კოტე მახარაძე

კრაუდფანდინგი (ინგლ. сrowd funding, сrowd — ბრბო, funding — დაფინანსება) — ადამიანების კოლექტიური თანამშრომლობა, როდესაც ისინი ნებაყოფლობით უყრიან თავს ფულს ან სხვა რესურსს „ერთ ყულაბაში“ — როგორც წესი, ინტერნეტის მეშვეობით — რათა მხარი დაუჭირონ სხვა ადამიანების ან ორგანიზაციების ძალისხმევას.

ყველა ახალი ამბავი
0