კრასნოდარში ბიზნესმენი მინდია გულუა მოკლეს

© Flickr / Keary O.კალაშნიკოვის ავტომატი
კალაშნიკოვის ავტომატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული საზოგადოებისთვის გულუას სახელი 2011 წელს გახდა ცნობილი, როდესაც მისმა დამ დააარსა პოლიტიკური პარტია „განახლებული საქართველოსთვის“, ხოლო ბიზნესმენი საერთაშორისო საკითხებში პარტიის მდივნად მოგვევლინა.

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. ქართული წარმოშობის რუსი ბიზნესმენი მინდია გულუა 23 აგვისტოს შეიარაღებულ თავდასხმას ემსხვერპლა კრასნოდარში, იუწყება რუსული მასმედია.

თავდასხმა ჩეკისტების პროსპექტზე მოხდა. უცნობმა პირებმა გულუას ესროლეს და ავტომობილით მიიმალნენ.

მოგვიანებით მიკრორაიონის მეორე ბოლოში, დუმენკოს ქუჩაზე ცეცხლი გაუჩნდა ავტომობილ „ВАЗ-2113“-ს, რომლის უკანა სავარძელზეც, ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ, კალაშნიკოვის სისტემის მაყუჩიანი ავტომატი აღმოაჩინეს.

112-ის სამსახური - Sputnik საქართველო
ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ქართველი ბიზნესმენი ჰოსპიტალიზებულია

რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, გულუას სწორედ ამ ავტომატიდან ესროლეს. ბიზნესმენმა ჭრილობები მუცლის არეში მიიღო, ის სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გარდაიცვალა კიდეც.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, 23 აგვისტოს ჩეკისტების პროსპექტზე, ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოსთან უცნობმა პირებმა, სავარაუდოდ, ავტომატიდან ცეცხლი გაუხსნეს 46 წლის მამაკაცს და მანქანით მიიმალნენ.

თუმცა საგამოძიებო კომიტეტში დაზარალებულის ვინაობას არ აკონკრეტებენ და უარს ამბობენ გულუას დაღუპვის ფაქტის დადასტურებაზე.

„ჩვენ ჯერ არ გვაქვს მონაცემები მისი გარდაცვალების თაობაზე. ამასთან, პირის ვინაობას არ ვასაჯაროვებთ“, — განუცხადა კომიტეტის პრეს-სამსახურის თანამშრომელმა Sputnik-ს.

მინდია გულიას წარსულშიც დაესხნენ თავს: 2006 წელს კრასნოდარში მისი ავტომობილი მაშინ აფეთქდა, როცა ბიზნესმენი შიგ ჩაჯდა, თუმცა მაშინ სიკვდილს გადაურჩა.  

მინდია გულუა რუსეთში საცხოვრებლად 1994 წელს გადავიდა. ქართული საზოგადოებისთვის მისი სახელი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 2011 წელს მისმა დამ ნანა გულუამ დააარსა პოლიტიკური პარტია „განახლებული საქართველოსთვის“, ხოლო ბიზნესმენი საერთაშორისო საკითხებში პარტიის მდივნად მოგვევლინა.

ყველა ახალი ამბავი
0