ლავროვი: რუსეთი მზადაა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს

გამოწერა
რუსეთის დუმის დეპუტატმა ქართულ-რუსული დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხის გადახედვის თაობაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიმდინარე წლის ივნისში მიმართა.

თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. რუსეთის მხარე მზადაა აღადგინოს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები, რომელიც 2008 წლის სექტემბერში გაწყდა, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მიერ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატ ვიტალი ზოლოჩევსკისადმი გაგზავნილ წერილში.

სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
ლავროვი: რუსეთი სამომავლოდ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის მზადაა

ქართულ-რუსული დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხის გადახედვის თაობაზე ზოლოჩევსკიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიმდინარე წლის ივნისში მიმართა. ლავროვის საპასუხო წერილში საუბარია ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარების მნიშვნელობაზე.

„რუსული მხარე ამ კუთხით დიდ ძალისხმევას იჩენს, რის საფუძველზეც ბოლო წლებში ტრანსპორტის სფეროში უკვე აღდგენილია ურთიერთობები, დინამიურად იზრდება ორმხრივი ვაჭრობა, საქართველოს მოქალაქეებისთვის მოხდა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, ვითარდება ჰუმანიტარული კავშირები“, — ნათქვამია წერილში.

რაც შეეხება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხს, რუსეთის საგარეო უწყების პირველი პირის წერილში აღნიშნულია, რომ საკითხის გადაჭრა ქართული მხარის პოზიციების გამო ჭიანურდება.

„მზად ვიქნებოდით დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვისაც, რომელიც 2008 წლის სექტემბერში გაწყდა, მაგრამ ოფიციალური თბილისი კვლავ პირობად გვიყენებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გამოწვევას“, — აღნიშნულია წერილში.

თამაზ მეჭიაური - Sputnik საქართველო
მეჭიაურმა რუსეთის დუმის დეპუტატები საქართველოში მოიწვია

ამასთან ერთად ლავროვი საქართველოს პარლამენტს 2013 წლის მარტში „საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულებების შესახებ“ მიღებული რეზოლუციის გამო აკრიტიკებს, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის ამოცანა „დეოკუპაცია და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა“.

„კავკასიაში ახალი პოლიტიკური რეალობის უარყოფის აბსურდულ პოლიტიკას მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტი, რაც, ძირითადად, 2013 წლის 7 მარტს მიღებული "საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულებების შესახებ“ რეზოლუციით გამოიხატება“, — დასძინა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სერგეი ლავროვი, იგორ ივანოვი და ევგენი პრიმაკოვი - Sputnik საქართველო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ქართული ბავშვობა

რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ აღიარა. საპასუხოდ ოფიციალურმა თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა და აღნიშნული ორი რეგიონი ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა. საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება დაასახელა.

ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს.

თბილისში გახსნილია შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესთა სექცია, ანალოგიური, საქართველოს ინტერესების სექცია გახსნილია მოსკოვშიც.

ყველა ახალი ამბავი
0