ერდოღანისა და პუტინის შეხვედრა სანკტ-პეტერბურგში გაიმართება

© photo: Sputnik / Alexey Danichev / გადასვლა მედიაბანკშისანკტ-პეტერბურგი
სანკტ-პეტერბურგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი 9 აგვისტოს სანკტ-პეტერბურგში შეხვედრას გამართავს.

თბილისი, 26 ივლისი  — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის შეხვედრა სანკტ-პეტერბურგში 9 აგვისტოს გაიმართება, იუწყება რუსეთის სახელმწიფო მეთაურის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი.

პუტინი და ერდოღანი - Sputnik საქართველო
ერდოღანმა პუტინს პირობა მისცა, რომ რუსი ტურისტები უსაფრთხოდ იქნებიან

„ეს ვიზიტი 9 აგვისტოს გაიმართება და როგორც ჩვენ ველოდებით, შეხვედრა სანკტ-პეტერბურგში ჩატარდება“, — განაცხადა პესკოვმა.

პუტინის პრეს-მდივნის განმარტებით, შეხვედრის გამართვისთვის სანკტ-პეტერბურგი ერთ-ერთი ვარიანტი იყო, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტი დათანხმდა.

ორი ქვეყნის პირველი პირის შეხვედრამდე „როსსელხოზნადზორისა“ და ტურისტული სფეროს წარმომადგენლები თურქეთს მოინახულებენ, განაცხადა ჟურნალისტებთან შეხვედრისას რუსეთის ვიცე-პრემიერმა არკადი დვორკოვიჩმა.

„ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრამდე, უახლოეს დღეებში, ტურისტული და „როსსელხოზნადზორის“  მიმართულებით ექსპერტებმა უნდა მოახერხონ თურქეთში გამგზავრება და დაგეგმილი შეხვედრის გამართვამდე შესაბამისი შეფასებების გაკეთება“, — განაცხადა დვორკოვიჩმა.

ყველა ახალი ამბავი
0