01:52 07 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
ცნობისმოყვარე ძაღლი

ყველაზე მოდური ძაღლები საქართველოში

Flickr / Zach Zupancic
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
53180

ყოველწლიურად 30 ნოემბერს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში შინაური ცხოველების საერთაშორისო დღე (World Day Pets) აღინიშნება.

ძაღლების რომელი ჯიშებია საქართველოში ყველაზე პოპულარული და რატომ, ამის შესახებ „Sputnik-საქართველო“ ქართველ კინოლოგს ირაკლი ოქროშიძეს ესაუბრა.

1. გერმანული ნაგაზი

გერმანული ნაგაზი
© Flickr/ Fl/ Daniela Magallón
გერმანული ნაგაზი

ეს ძაღლები ძალიან ამტანები არიან, მათი გაწვრთნა ადვილია, და არც ისე ძვირად ფასობენ (მათი ფასი 50 დოლარიდან იწყება). სწორედ ამიტომ სულ უფრო მეტი ქართული ოჯახი უპირატესობას გერმანულ ნაგაზს ანიჭებს.

2. ლაბრადორი

ლაბრადორ რეტრივერი
© Flickr/ Fl/ Eselsmann™
ლაბრადორ რეტრივერი

ეს ენერგიული, მხიარული და ალერსიანი ძაღლებია. ლაბრადორს დამყოლი ხასიათი აქვს, მათთან კომფორტულია ყოფნა როგორც ნადირობისას, ისე სახლში.

3. ინგლისური და ამერიკული კოკერ-სპანიელი

ამერიკული კოკერ-სპანიელი
© Flickr/ FL/ Maya Maceka
ამერიკული კოკერ-სპანიელი

ამ ძაღლს პოზიტივის უშრეტ გენერატორს უწოდებენ, ის არავის არ მოაწყენს. მიუხედავად იმისა, რომ ეს დეკორატიული ძაღლია, მისი სანადიროდ წაყვანა გაბედულად შეგიძლიათ.

4. დობერმანი

დობერმანი
© Flickr/ FL/ pato garza
დობერმანი

ეს პირადი მცველი მეოთხე ადგილაზეა. დობერმანი ენერგიული და მუდმივად სადარაჯოზე მყოფი ძაღლებია. გამოირჩევიან ერთგულებით და ძალიან დამჯერები არიან.

5. ტოი-ტერიერი

ტოი-ტერიერი
© Flickr/ FL/ Lil Shepherd
ტოი-ტერიერი

„ჯიბის ძაღლი“, მოდის მიმდევართა ფავორიტი, არ ითხოვს ხშირ გასეირნებას, ადვილად იწვრთნება, მას დავარცხნასთანაც არ აქვს პრობლემები.

6. იორკშირ–ტერიერი

იორკშირ ტერიერი
© Flickr/ FL/ Yutaka Tsutano
იორკშირ ტერიერი

ეს დეკორატიული ძაღლი დიდი მეგობრულობითა და კომუნიკაბელობით გამოირჩევა. პატრონს არანაირ პრობლემებს არ უქმნის, უძლებს ხანგრძლივ მგზავრობას, გადაფრენასა და გადაადგილებას.

7. მოპსი

მოპსი
© Flickr/ FL/ r0sss
მოპსი

კომპაქტური და ჯმუხი, კვადრატული აგებულების მოპსი მეშვიდე ადგილზე აღმოჩნდა. მოპსებზე ამბობენ, რომ ისინი „პატარაში დიდს“ ასახიერებენ. ეს კეთილი და კომუნიკაბელური არსებებია, მათ თამაში და მხიარულება უყვართ. მოპსი არც ისე მომთხოვნი ძაღლია, ის ხანდაზმულ ადამიანებსაც გამოადგება, რომლებსაც ერთგული მეგობრის ყოლა სურთ.

8. კანე-კორსო

კანე-კორსო
© Flickr/ FL/ Mariacristina Caponnetto
კანე-კორსო

ეს ნამდვილად საკულტო ძაღლია. მას შეუძლია სახლის დარაჯობა, პატრონის დაცვა, საქონლის მწყემსობა, ნადირობისას ღირსეულ პარტნიორობას გაგიწევთ. კანე-კორსოს მსგავს ძაღლებს სტატუეტებში ასახიერებდნენ, ძველ აკლდამებზე ხატავდნენ, აღწერდნენ წიგნებში და ლექსებსაც კი უძღვნიდნენ.

9. ჰასკი

ჰასკი
© Flickr/ FL/ Pierre-Selim
ჰასკი

ეს ფრთხილი, ყურადღებიანი, მშვიდი და მეგობრული ძაღლია. ის ძალიან აქტიურია და მუდმივ მოძრაობაშია. საქართველოში რამდენიმე წლის წინ ამ ჯიშზე ნამდვილი ბუმი იყო, თუმცა, კინოლოგების თქმით, ინტერესი ჩაქრა, ხალხმა გაიგო, რომ ისინი ცუდად იტანენ საქართველოს კლიმატს, და მათ ახლა უფრო იშვიათად ყიდულობენ. ფასიც დაეცა: თუ ადრე ჰასკი 800 დოლარი ღირდა, ახლა საქართველოში ჰასკის ლეკვს 100 დოლარადაც კი იშოვი.

10. პომერანული შპიცი

პომერანული შპიცი
Flickr / Wern Don
პომერანული შპიცი

 

მოულოდნელად პირველის ნაცვლად ბოლო ადგილზე აღმოჩნდა ქალების საყვარელი ცუგა – პომერანული შპიცი. ჰასკის მსგავსად, მასზეც რამდენიმე წლის წინ დიდი მოთხოვნა იყო, თუმცა დეკორატიული სათამაშო ძაღლი, რომელიც დიდ ყურადღებასა და მოვლას მოითხოვს, საქართველოში უკვე არც ისე პოპულარულია, ფასიც (ლეკვი 1200 დოლარი ღირს) ყველას არ აწყობს.

ქართველი სპეციალისტები ყველა მფლობელს მოუწოდებენ, სწორად აღზარდონ საკუთარი ძაღლები, მათი ყიდვისას ყველაფერი გაითვალისწინონ: სახლის ფართობი, ოჯახის წევრების ხასიათი, მოვლის შესაძლებლობები. წინააღმდეგ შემთხვევაში ძაღლის ფსიქიკა შესაძლოა დაინგრეს.

„სამწუხაროდ, საქართველოში ბევრი ძაღლს ეპყრობა, როგორც სათამაშოს. იგივე შპიცი, დიახ, დეკორატიული ძაღლია, მაგრამ არა სათამაშო. ზოგიერთები ყიდულობენ ძაღლებს, ეთამაშებიან მათ, მერე მოსწყინდებათ და ქუჩაში აგდებენ ან სხვებს ჩუქნიან და ამით ძაღლის ფსიქიკას ანგრევენ. გაუფრთხილდით თქვენს აღსაზრდელებს. ცუდი ძაღლი არ არსებობს, ცუდებად მათ ადამიანები ხდიან“, — ამბობს ოქროშიძე.

შინაური ცხოველების საერთაშორისო დღის დაწესების იდეა ბუნების დაცვის მოძრაობის მომხრეთა საერთაშორისო კონგრესზე გახმოვანდა, რომელიც 1931 წელს იტალიის ქალაქ ფლორენციაში ჩატარდა. მაშინ სხვადასხვა ეკოლოგიურმა ორგანიზაციებმა და ბუნების დამცველმა საზოგადოებებმა განაცხადეს, რომ მზად იყვნენ მოეწყოთ არაერთი მასობრივი ღონისძიება, რათა ადამიანებში პლანეტაზე არსებული ყველა ცოცხალი არსების მიმართ (მათ შორის, შინაური ცხოველებისა) პასუხისმგებლობის გრძნობა გაეღვიძებინათ.

მთავარი თემები