ფილტვების ანთება: სიმპტომები, მკურნალობა, პრევენცია და ექიმის რჩევები

© Sputnik / Alexander Imedashviliსადღეღამისო აფთიაქი თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე
სადღეღამისო აფთიაქი თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფილტვების ანთება ერთ-ერთი საშიში დაავადებაა, რომელიც განსაკუთრებით ზამთრის პერიოდშია გავრცელებული. პნევმონია ბავშვებსა და მოზრდილებში ინფექციური ბუნებისაა და ამ დაავადების განვითარების პროცესში ფილტვების ქსოვილში ანთებითი პროცესი აღინიშნება.

ფილტვების ანთების მთავარი მიზეზები, ძირითადად, იმუნიტეტის დაქვეითება, არანორმირებული კვება, თამბაქოს აქტიური ან პასიური მოხმარება, გაცივებაა. დაავადება რესპირატორული ინფექციის, ბრონქიტის ან სხვა, მაგალითად, ბაქტერიების, სოკოსა და ა.შ. ფონზე ვითარდება.

გრიპის სეზონი დადგა. ექიმების განცხადებით, წელს ვირუსული დაავადების უმეტესობა ფილტვების ანთების ფონზე მიმდინარეობს.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
გულმავიწყი მშობლებისათვის ვაქცინაციის კალენდრის მობილური აპლიკაცია შეიმუშავეს

„Sputnik საქართველო“ დაუკავშირდა პულმონოლოგ ნანა ქირიას, რომელმაც დაავადების ძირითად სიმპტომებსა და და პრევენციულ ზომებზე ისაუბრა.

„ფილტვების ანთება ძალიან ხშირად იმუნოდეფიციტის დროს ვითარდება, ისეთი დაავადებების ფონზე, რომლებიც ადამიანის იმუნურ სისტემას ასუსტებს. ესაა დიაბეტი, ქრონიკული რესპირატორული დაავადებები, ტუბერკულიოზი და ასე შემდეგ“, — განაცხადა ქირიამ.

ფილტვების ანთების ძირითადი სიმპტომებია: ტემპერატურა (39, 38.5 გრადუსი), ხველა, მადის დაქვეითება, ზოგადი დაღლილობის შეგრძნება, ინტოქსიკაციის სიმპტომები, წონის დაკლება, ჰაერის უკმარისობა, ტკივილი მკერდის არეში, ძალების დაკარგვა.

ასეთ შემთხვევებში ქირია გვირჩევს, დაუყოვნებლივ მივმართოთ ექიმს და დავიწყოთ კომპლექსური მკურნალობა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება თვითმკურნალობა.

„ძალზე ხშირად, როდესაც გართულებულ ვირუსთან გვაქვს საქმე და პაციენტს პნევმონია უვითარდება, ფილტვები რთულად გვემორჩილება. ასეთ შემთხვევებში ტომოგრაფია, რენტგენი უდიდეს დახმარებას გვიწევს. თუ ტემპერატურა სამ დღეზე მეტხანს გასტანს, ექიმთან უნდა წახვიდეთ და ფილტვები შეამოწმოთ“, — აღნიშნა ქირიამ.

თერმომეტრი - Sputnik საქართველო
თბილისში გრიპით დაავადების შემთხვევები გახშირდა

ფილტვების ანთება სიმპტომების გარეშე არ მიმდინარეობს, ისინი დროულად უნდა გამოვიცნოთ, აღნიშნა ექიმმა.

განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ ქრონიკული დაავადებების მქონე და მწეველი ადამიანები. მათ შედარებით სუსტი იმუნიტეტი აქვთ, შესაბამისად, ტემპერატურა შეიძლება უფრო დაბალი იყოს (37.2), არცთუ ძლიერი ხველა, ამიტომ ისინი არ აქცევენ ყურადღებას თავის მდგომარეობას და ექიმს უკვე მაშინ მიმართავენ, როდესაც ჰაერის უკმარისობა ეწყებათ.

„ორგანიზმს ყური უნდა დაუგდოთ. თავიდან იწყება ხველა, უსიამოვნო შეგრძნებები მკერდის არეში, ტკივილიც კი. შემდეგ ტკივილის შეგრძნება იკლებს და ჰაერის უკმარისობაში გადადის. საქმე რომ აქამდე არ მივიყვანოთ, პირველივე სიმპტომებისას ექიმს უნდა მივმართოთ“, — აღნიშნა ექიმმა.

CC0 / Pixabay / სათამაშო დათვი
სათამაშო დათვი - Sputnik საქართველო
სათამაშო დათვი

ადამიანებმა, რომლებსაც ხშირად ემართებათ ფილტვების ანთება, სრული გამოკვლევა უნდა ჩაიტარონ, რათა გამოარკვიონ იმუნიტეტის დაქვეითების მიზეზი, აღნიშნა ქირიამ. იმ შემთხვევაში, თუ ერთი წლის განმავლობაში ადამიანის ფილტვების ანთებით ორჯერ ან სამჯერ დაავადდება, ეს ძალზე საგანგაშო და მნიშვნელოვანი სიგნალია.

საუკეთესო პრევენციას ცხოვრების ჯანსაღი წესი წარმოადგენს. ექიმი გვირჩევს, ბევრი ვიაროთ სუფთა ჰაერზე, უარი ვთქვათ თამბაქოზე, ნორმალურად ვიკვებოთ. ასევე ძალიან სასარგებლოა, დღეში 3-4-ჯერ ჩვეულებრივი ბურთები გავბეროთ. ისინი კარგად ავარჯიშებს ფილტვებს.

ონლაინ კლინიკა - Sputnik საქართველო
საქართველოში ექიმები რჩევებს ინტერნეტით გასცემენ

„კვება დაბალანსებული უნდა იყოს. ადამიანის ორგანიზმმა, ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ყველაფერი უნდა მიიღოს: ცილები, ცხიმები, მინერალური მარილები. ახლა ზამთარია, ვირუსების სეზონი. კარგი იქნება, თუ აიცრებით“, — აღნიშნა მან.

ფილტვების ანთება განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, რადგან მათ უფრო სუსტი იმუნიტეტი აქვთ, ამიტომ აცრა განსაკუთრებით პატარებისთვის არის მნიშვნელოვანი.

ჩვეულებრივ, პნევმონიის დაწყებიდან მის განკურნებამდე სამი-ოთხი კვირაა საჭირო. ეს პერიოდი ადამიანის ორგანიზმზეა დამოკიდებული.

რაც შეეხება მკურნალობას, ფილტვების ანთების დროს ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო, ამისთვის კი პირველივე სიმპტომის დროს ექიმს უნდა მიმართოთ, რომელიც შესაბამის მკურნალობას დაგინიშნავთ.

Sputnik-ი ჯანმრთელობას გისურვებთ!

ყველა ახალი ამბავი
0