ილია მეორის ვიზიტი რუსეთში: გიორგობის აღნიშვნა და დიასპორასთან შეხვედრა

© Лали Дадианиილია მეორის ვიზიტი რუსეთში
ილია მეორის ვიზიტი რუსეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II რუსეთის დედაქალაქში რუსეთის პატრიარქის კირილეს 70 წლის იუბილეს აღსანიშნავად 18 ნოემბერს გაემგზავრა.

ალიონა საველიევა

ილია მეორემ, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ტაძარში პარაკლისი გადაიხადა, შემდეგ კი  ქართულ დიასპორასთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ Sputnik-საქართველოს რეპორტაჟში იხილეთ.

წირვა დილის 10 საათზე წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ტაძარში დაიწყო. ქრისტიანი წმინდანის ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ლიტურგია ტაძრის მოძღვარმა მამა თეოდორემ (კრეჩეტოვმა) ჩაატარა. ამის შემდეგ ტაძარში ილია მეორე მობრძანდა, რომელმაც სადღესასწაულო წირვა აღავლინა. წირვაზე ყველა მსურველს შეეძლო მოსვლა. თუმცა ტაძარი გადავსებული იყო, პატრიარქის ხმის მოსასმენად მოსული ადამიანები ქუჩაშიც კი იდგნენ.

© photo: Sputnik / ა. საველიევაწმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მოსკოვში
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მოსკოვში - Sputnik საქართველო
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მოსკოვში

ნინო ჯიჭონაია, ტაძრის მრევლი: "ეკლესიასთან თორმეტის ნახევრისთვის მოვედი, შიგნით შესვლა უკვე შეუძლებელი იყო, ძალიან ბევრი ხალხი ესწრებოდა დილის წირვას. პატრიარქი ილია მეორე ლიტურგიის დასრულების შემდეგ მობრძანდა. სამწუხაროდ, მისი დანახვა ვერ შევძელით, მაგრამ მისი ხმა გავიგონეთ".

იმავე დღეს ილია მეორე რუსეთის ქართულ დიასპორას სასტუმრო "რედისონ-სლავიანსკაიას" კონფერენც-დარბაზში შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ რუსი და ქართველი მღვდელთმსახურები, კულტურის მოღვაწეები, ბიზნესმენები, ასევე მოსკოვიდან, სანქტ-პეტერბურგიდან და ივანოვოდან ჩამოსული ქართულ დიასპორასთან არსებული ახალგაზრდა ლიდერთა საბჭოს წარმომადგენლები.

ილია მეორის ვიზიტი რუსეთის ფედერაციაში
ილია მეორის ვიზიტი რუსეთის ფედერაციაში - Sputnik საქართველო
ილია მეორის ვიზიტი რუსეთის ფედერაციაში

საღამო მოსკოვში შვეიცარიის საელჩოსთნ არსებული საქართველოს ინტერესთა სექციის ხელმძღვანელის გიორგი ზაქარაშვილის მისალოცი სიტყვებით დაიწყო. ელჩის შემდეგ სიტყვით გამოვიდა ქართული ტაძრის მოძღვარი მამა თეოდორე (კრეჩეტოვი), რომელმაც ორ ენაზე (ქართულად და რუსულად) ისაუბრა ისტორიული სამშობლოსგან შორს მყოფი ქართველი ხალხის ტრადიციების შენარჩუნების მმნიშვნელობაზე. გარდა ამისა, მან იმედი გამოთქვა, რომ მოსკოვის ქართული ტაძარი ქართველებისათვის მშობლიურ ადგილად შეიძლება იქცეს. ილია მეორესთვის საჩუქრად წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ტაძართან არსებულმა გუნდმა ქართული გალობა შეასრულა, შემდეგ კი სცენაზე ბავშვთა გუნდი "სიხარული" გამოვიდა.

© ა. საველიევაილია მეორის ვიზიტი რუსეთის ფედერაციაში
ილია მეორის ვიზიტი რუსეთის ფედერაციაში - Sputnik საქართველო
ილია მეორის ვიზიტი რუსეთის ფედერაციაში

შეხვედრაზე ასევე რუსეთში  ქართულ ფედერალურ ნაციონალურ-კულტურულ ავტონომიასთან არსებული ახალგაზრდა ლიდერთა საბჭოს კურატორი ანდრო ივანოვი გამოვიდა. მან ახალგაზრდული ორგანიზაციის ისტორიის შესახებ ისაუბრა, რომლის შექმნა ერთი წლის წინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აკურთხა. შემდეგ სცენაზე გამოვიდა მოსკოვში ქართული სკოლის დამფუძნებელი ანა კერესელიძე-პერეკრესტი. მხარდაჭერისათვის მან პატრიარქსა და ერთერთი უკანასკნელი ნაციონალური ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ყველა მხარდამჭერს მადლობა გადაუხადა.

საღამოს მუსიკალურ ნაწილზე პასუხისმგებლები იყვნენ რუსი და ქართველი დამსახურებული მსახიობები, ასევე ესტრადის ამომავალი ვარსკვლავები. იმღერეს თემურ თათარაშვილმა, თორნიკე კვატატიანმა. პროექტ "ხმის" მონაწილეებმა კი, აჩი ფურცელაძემ, ეთერი ბერიაშვილმა, ნოდარ რევიამ, გიორგი მელიქიშვილმა, ვერიკო თუხაშვილმა, და თორნიკე კვატატიანმა პატრიარქის საყვარელი სიმღერა "თბილისო" შეასრულეს. ღონისძების წამყვანმა ჯემალ სეფიაშვილმაც შეასრულა თავისი ნაწარმოები.

© ა. საველიევაილია მეორის ვიზიტი რუსეთის ფედერაციაში
ილია მეორის ვიზიტი რუსეთის ფედერაციაში - Sputnik საქართველო
ილია მეორის ვიზიტი რუსეთის ფედერაციაში

შეხვედრა ილია მეორის გამოსვლით დასრულდა, რომელმაც ყველა დამსწრეს გიორგობა მიულოცა, და ასევე დაამატა: "ერთი სურვილი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან დადგეს ის ბედნიერი დღე, როდესაც ჩვენ ყველანი ერთად საქართველოში ვიცხოვრებთ. ჩვენი წინაპრები ამ წმინდა მიწაზე მარხია. და თქვენ უფალს უნდა შესთხოვოთ, რომ ქართულ მიწაზე დაბრუნდეთ". ამ ფრაზის შემდეგ ორგანიზატორებმა პატრიარქის შესრულებით "ალილუიას" ჩანაწერი ჩართეს, რომელსაც მთელი დარბაზი აჰყვა.

ყველა ახალი ამბავი
0