ცნობილი ქართველები სახელად გიორგი: ბალანჩინიდან მარგველაშვილამდე

© photo: Sputnikქორეოგრაფი ჯორჯ ბალანჩინი (გიორგი ბალანჩივაძე)
ქორეოგრაფი ჯორჯ ბალანჩინი (გიორგი ბალანჩივაძე) - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველომ არაერთი დიდებული და გამოჩენილი ადამიანი აჩუქა კაცობრიობას, რომელთაც სახელად გიორგი ერქვათ. ისტორია, პოლიტიკა, სპორტი, კინემატოგრაფი, თეატრი, ლიტერატურა და ხელოვნებისა თუ საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროები — ადამიანებმა, სახელად გიორგი, წარუშლელი კვალი დატოვეს.

„Sputnik-საქართველო“ ამ სახელის მატარებელ რამდენიმე ღირსეულ პერსონას შეგახსენებთ — როგორც უკვე ისტორიაში შესულებს, ისე ჩვენს თანამედროვეებს.

ჯორჯ ბალანჩინი

იგივე გიორგი ბალანჩივაძე — ცნობილი ქორეოგრაფი, რომელმაც სათავე დაუდო ამერიკულ ბალეტსა და თანამედროვე ნეოკლასიკურ საბალეტო ხელოვნებას ზოგადად.

© FB/ ალექსანდრე მაკაროვიმსტისლავ როსტროპოვიჩი, ჯორჯ ბალანჩინი და იური გრიგოროვიჩი
მსტისლავ როსტროპოვიჩი, ჯორჯ ბალანჩინი და იური გრიგოროვიჩი - Sputnik საქართველო
მსტისლავ როსტროპოვიჩი, ჯორჯ ბალანჩინი და იური გრიგოროვიჩი

გიორგი დანელია

ცნობილი კინორეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი და პუბლიცისტი. მის ფილმებზე მთელი თაობები აღიზარდა. გიორგი დანელია ავტორია ისეთი ლეგენდარული ფილმებისა, როგორებიცაა: „არ იდარდო!“ „აფონია“, „მიმინო“, „შემოდგომის მარათონი“, „პასპორტი“, „ქინ-ძა-ძა“ და მრავალის სხვა საკულტო ფილმი.

© photo: Sputnik / Sergey Pyatakovგიორგი დანელია
გიორგი დანელია - Sputnik საქართველო
გიორგი დანელია

გია ყანჩელი

ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი და პედაგოგი. შექმნილი აქვს უამრავი სიმფონიური და კამერული ნაწარმოები. დაწერილი აქვს მუსიკა ათობით კინოფილმისა და სპექტაკლისთვის. სწორედ მისი მუსიკაა გამოყენებული ფილმებში „მიმინო“, „ქინ-ძა-ძა“, „პასპორტი“ და უამრავი სხვა.

© Sputnik/ იური კავერიკომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი გია ყანჩელი
კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი გია ყანჩელი - Sputnik საქართველო
კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი გია ყანჩელი

გიორგი ნაკაშიძე

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ქარიზმატული ქართველი მსახიობი. მან ითამაშა ფილმებში „მანდარინები“, „გაყინული შადრევნების ზაფხული“, „მესაათე“, „ჯაყოს ხიზნები“, „შუამავალი“. შესრულებული აქვს ათობით ბრწყინვალე როლი ქართული თეატრის სცენებზეც.

© FB/ MANDARINEBIგიორგი ნაკაშიძე ფილმში "მანდარინები"
გიორგი ნაკაშიძე ფილმში მანდარინები - Sputnik საქართველო
გიორგი ნაკაშიძე ფილმში "მანდარინები"

გიორგი ნადიბაიძე

პოპულარული ქართველი მომღერალი. 2015 წელს პოპულარული ტელეშოუს The Voice ქართული ანალოგის გამარჯვებული გახდა, ერთი წლის შემდეგ კი მესამე ადგილი დაიკავა რუსულ მუსიკალურ კონკურსში „ახალი ტალღა 2016“.

© Sputnik/ ნინა ზოტინამომღერალი გიორგი ნადიბაიძე
მომღერალი გიორგი ნადიბაიძე - Sputnik საქართველო
მომღერალი გიორგი ნადიბაიძე

გიორგი ქინქლაძე

პოსტსაბჭოთა პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი ფეხბურთელი. თამაშობდა თბილისის „დინამოში“, გერმანიის „ზაარბრიუკენში“, ინგლისის „მანჩესტერ სიტიში“, ნიდერლანდების „აიაქსში“, ინგლისის „დერბი ქაუნთში“ და ყაზანის „რუბინში“. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გიორგი ქინქლაძეს ჩატარებული აქვს 57 მატჩი და გატანილი აქვს 9 გოლი.

© photo: Sputnik / MAX NASHსაქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და კლუბ „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე თემურ ქეცბაიასთან ერთად.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და კლუბ „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე თემურ ქეცბაიასთან ერთად. - Sputnik საქართველო
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და კლუბ „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე თემურ ქეცბაიასთან ერთად.

გიორგი ასანიძე

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მეორე ოლიმპიური ჩემპიონი. 2004 წელს ათენის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა 85 კგ-მდე წონით კატეგორიაში. მანამდე კი, 2000 წელს ბრინჯაო დაიმსახურა სიდნეიში. ამჟამად გიორგი ასანიძე საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია. სწორედ მისი ხელმძღვანელობით გამოდიოდნენ რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე 2016 წელს ოქროს მედალოსანი ლაშა ტალახაძე და ბრინჯაოს პრიზიორი ირაკლი თურმანიძე.

© photo: Sputnikგიორგი ასანიძე
გიორგი ასანიძე - Sputnik საქართველო
გიორგი ასანიძე

გიორგი შერმადინი

ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი კალათბურთელი, ცენტრალური თავდამსხმელი, საქართველოს ნაკრების წევრი 2006 წლიდან. ეროვნულ გუნდში 17 წლისა მიიწვიეს, რითიც ის ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელად იქცა ქვეყნის მთავარი საკალათბურთო გუნდის შემადგენლობაში. 

© photo: Sputnik / Alex Filipovგიორგი შერმადინი
გიორგი შერმადინი - Sputnik საქართველო
გიორგი შერმადინი

გიორგი კვირიკაშვილი

ამჟამად საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი და ამ პოსტზე განმეორებით წარდგენილი. განათლებით მედიკოსი და ეკონომისტი. თავდაპირველად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დაინიშნა, 2016 წლიდან კი ქვეყანას პრემიერ-მინისტრად მოევლინა.

© © AP Photo/ Sergei Gritsგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გიორგი კვირიკაშვილი

გიორგი მარგველაშვილი

და, ბოლოს, ქვეყნის მთავარი გიორგი — საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. სოციოლოგმა და ფილოსოფიის დოქტორმა დიდ პოლიტიკაში ფეხი 2012 წელს შედგა. თავდაპირველად განათლებისა მეცნიერების მინისტრის პოსტი დაიკავა, შემდეგ — ვიცე-პრემიერისა, ბოლოს კი, 2013 წელს საქართველოს მოსახლეობამ პრეზიდენტად აირჩია.

© photo: Sputnik / Alexey Vitvickiyსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

 

ყველა ახალი ამბავი
0