ქართული კულტურა რუსულ უმაღლეს სასწავლებლებს იპყრობს

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული სუვენირები
ქართული სუვენირები - Sputnik საქართველო
გამოწერა
უახლოეს პერიოდში მოსკოვის რამდენიმე უნივერსიტეტში ერთდროულად ხალხთა მეგობრობის ფესტივალები ჩატარდება, რომლებშიც, სხვებთან ერთად, ქართული სტუდენტური გაერთიანებებიც მიიღებენ მონაწილეობას.

რუსთაველის სამშობლოს, საქართველოს ეროვნულ სამზარეულოსა და ცეკვებს გაეცნობიან რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტში, ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში, პლეხანოვის სახელობის რუსეთის ეკონომიკურ ინსტიტუტში და ნავთობისა და გაზის რუსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ნიჭიერი მოსწავლეების გარდა კულტურათა დღესასწაულზე ცნობილი მსახიობებიც გამოვლენ. „Sputnik საქართველომ“ ქართული სტუდენტური ღონისძიებების გზამკვლევი შეადგინა.

ფესტივალი „ჩვენ მოსკოვმა დაგვამეგობრა“

© VK / Грузины РУДН რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტები
რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტები - Sputnik საქართველო
რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტები

როდის: 14, 17 და 18 ნოემბერი

სად: რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტი

უმაღლესი სასწავლებლების ეროვნულ კულტურათა ყოველწლიური დღესასწაული რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტში სამი დღე გაგრძელდება. 17 ნოემბერს ქართული პროდუქციის გამოფენა გაიმართება, წარმოდგენილი იქნება სუვენირები, წიგნები, ხელნაკეთი ნივთები და აქსესუარები. ფესტივალი 18 ნოემბერს დიდი კონცერტით დასრულდება, სადაც მეფანდურე ალეკო ქოჩაური თავის ჯგუფთან ერთად ქართულ სიმღერებს შეასრულებს. 

„ეროვნებათა პალატის“ დაბადების დღე

© Алена Савельева ეკონომიკის უმაღლესი სკოლის ქართული კლუბი
ეკონომიკის უმაღლესი სკოლის ქართული კლუბი - Sputnik საქართველო
ეკონომიკის უმაღლესი სკოლის ქართული კლუბი

როდის: 18 ნოემბერი

სად: ეკონომიკის უმაღლესი სკოლა

ეკონომიკის უმაღლესი სკოლის სტუდენტური ორგანიზაცია „ეროვნებათა პალატა“ თავის მეშვიდე დაბადების დღეს აღნიშნავს. 18 ნოემბერს სასწავლებლის თანამემამულეების გაერთიანებები, მათ შორის — ქართველების, საკუთარ კულტურაზე ისაუბრებენ. ღონისძიება სამ ეტაპად გაიმართება. საღამო კვესტებითა და თამაშებით დაიწყება. ქართველები საკუთარი ქვეყნის ისტორიას სტუდენტებს ინტერაქტიული ფორმით გააცნობენ. შემდეგ წარმოდგენილი იქნება საკონცერტო პროგრამა ხალხური სიმღერებითა და ცეკვებით. ზეიმს ეროვნული კერძებისგან ფურშეტი დაასრულებს. გარდა ამისა, ორგანიზატორები ქართულ კალიგრაფიაში მასტერ-კლასების ჩატარების პირობას დებენ. 

მეგობრობის ფესტივალი

© ვერიკო ტუხაშვილის პირადი არქივივერიკო ტუხაშვილი
ვერიკო ტუხაშვილი - Sputnik საქართველო
ვერიკო ტუხაშვილი

როდის: 29 ნოემბერი

სად: გუბკინის სახელობის ნავთობისა და გაზის რუსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მეგობრობის ყოველწლიური ფესტივალი გუბკინის უნივერსიტეტში რუსეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. დღესასწაულის თემატიკა კინოს წელს მიეძღვნება. პროგრამაში დაახლოებით 20 ნომერია, რომლებიც მაყურებელს ცნობილი კინოფილმებიდან კადრებს გაახსენებს. საქართველოდან კონცერტზე გამოვა ჩვიდმეტი წლის მომღერალი, პროექტის Голос-5 მონაწილე ვერიკო ტუხაშვილი, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ რუსი მსმენელის გულები დაიპყრო.

ეროვნებების ფესტივალი

© პლეხანოვის სახელობის უნივერსიტეტის ოფიციალური ვებგვერდიპლეხანოვის სახელობის ეკონომიკური უნივერსიტეტის გერბი
პლეხანოვის სახელობის ეკონომიკური უნივერსიტეტის გერბი - Sputnik საქართველო
პლეხანოვის სახელობის ეკონომიკური უნივერსიტეტის გერბი

როდის: დეკემბერი

სად: პლეხანოვის სახელობის რუსეთის ეკონომიკური ინსტიტუტი

თითქმის ათი წელია, პლეხანოვის უნივერსიტეტში არანაირი ეროვნული ზეიმი არ ჩატარებულა. მხოლოდ ახლა გაჩნდა უმაღლესი სასწავლებლის კედლებში სხვადასხვა ხალხთა კულტურების წარმოჩენის შესაძლებლობა. დღისით მთავარი კორპუსის სტუმრებს ელოდებათ ეროვნული კერძები, მუსიკალური და საცეკვაო ნომრები, მათ შორის ქართული ცეკვების პოპური. საღამოს კონგრეს-ჰოლში გალა-კონცერტი გაიმართება, სადაც გამოვა ქართული ცეკვის ქორეოგრაფიული ანსამბლი „კოლხეთი“. ანსამბლის ხელმძღვანელია გივი ციმაკურიძე. მიუხედავად იმისა, რომ ანსამბლის გასტროლები მომავალი წლის თებერვლამდე უკვე გაწერილია, ის მაშინვე დათანხმდა კონცერტზე გამოსვლას, როგორც კი შეიტყო, რომ ამგვარი ფორმატის ღონისძიება დიდი ხანია არ გამართულა სასწავლებელში, იუწყებიან ორგანიზატორები.

ქართული სტუდენტური გაერთიანებები ეროვნებათაშორის ფესტივალებზე მუდმივად მონაწილეობენ.

ყველა ახალი ამბავი
0