თბილისური უქმეები: 14-16 ოქტომბერი

© Sputnik / Alexander Imedashviliშარდენი თბილისში
შარდენი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სვეტიცხოვლობა, მცხეთობა, თბილისობა და სხვა დღესასწაულების ზღვა; კონცერტები, ფესტივალები - ამ უქმეებზე საქართველოს დედაქალაქში. თეატრი, მუსიკა, სპორტი და ყველაზე საინტერესო, კეთილი და დაუვიწყარი ქართული ტრადიციები - ეს სწორედ ის უქმეებია თბილისში, როცა სახლში დარჩენა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.
© Mtskheta Municipality City Hallმცხეთა
მცხეთა - Sputnik საქართველო
მცხეთა

სვეტიცხოვლობა-მცხეთობა 2016

როდის: 14 ოქტომბერი 10:00–21:00

სად: მცხეთა

დაწვრილებით: https://www.facebook.com/681889695222146/photos/a.684811741596608.1073741829.681889695222146/1120132578064520/?type=3&theater

არ გამოტოვოთ პარასკევს დიდი რელიგიური დღესასწაული სვეტიცხოვლობა და საერო დღესასწაული — მცხეთობა. ამ დღეს სვეტიცხოვლის ტაძარში საზეიმო წირვას დილიდან ჩაატარებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. დღესასწაულის მეორე ნაწილია მცხეთობა — სახალხო სეირნობა. სტუმრებს ელოდებათ კულტურულ-გასართობი, ინტელექტუალური და სპორტული სანახაობები. ესაა ჭადრაკი, წიგნების, ხალხური რეწვისა და ხელით ნაკეთობების ბაზრობა, ფერწერისა და გრაფიკის ნიმუშები, დეგუსტაციები დაეროვნული კერძებისა და პროდუქციის გამოფენა-გაყიდვები. ბავშვებს დახვდებიან ქართული და უცხოური მულტფილმების პერსონაჟები, იქნება ატრაქციონები და ბევრი სხვა გასართობი.

„თბილისობა 2016“ რიყის პარკში

როდის: 15, 16 ოქტომბერი 12:00-19:00

სად: რიყის პარკი

თბილისობის დღესასწაულზე მხიარული სანახაობა ელის ყველა მსურველს რიყის პარკში. იქ გაიმართება მხიარული შეჯიბრებები, საბავშვო დისკოთეკები და პეინტბოლი, პარკური და კალათბურთი. აქვეა დაგეგმილი კულინარიული შეჯიბრება ტელეწამყვან ნიკა წულუკიძესთან, ასევე დეგუსტაციები, გამოფენები და ქართული სოფლის პროდუქტებისა და ტკბილეული გაყიდვა. არ გამოტოვოთ!

© Sputnik / Alexander Imedashviliდავით აღმაშენებლის განახლებული გამზირი
დავით აღმაშენებლის განახლებული გამზირი - Sputnik საქართველო
დავით აღმაშენებლის განახლებული გამზირი

გასეირნება „ახალ ტფილისში“

როდის: 15, 16 სექტემბერი 12:00-19:00

სად: „ახალი ტფილისი“ (განახლებული აღმაშენებლის გამზირი)

გსურთ, გაისეირნოთ აღმაშენებლის განახლებულ გამზირზე, „ახალ ტფილისში“ და თან, თბილისობის დღესასწაულს დაესწროთ? მაშინ გირჩევთ, აუცილებლად ნახეთ პანტომიმის თეატრის წარმოდგენა, ქუჩის მუსიკოსების გამოსვლა, სასულე ორკესტრის მსვლელობა და ფოტოგამოფენა. ასევე, არ გამოტოვოთ თბილისის მერიის ორკესტრ „ბიგ-ბენის“ გამოსვლა, „თხრობა მუსიკით“ დათო ევგენიძის აკომპანემენტით, „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასის წარმოდგენა, ჯგუფ Young Georgian Lolitaz-ის კონცერტი და DJ გიო შენგელიას სეტი.

© Sputnik / Denis Aslanovაღმაშენებლის გამზირზე საპარიკმახერო რეტროს სტილში
აღმაშენებლის გამზირზე საპარიკმახერო რეტროს სტილში - Sputnik საქართველო
აღმაშენებლის გამზირზე საპარიკმახერო რეტროს სტილში

იმის გაგება, რაც არ არის

როდის: 15,16 ოქტომბერი 12:00-19:00

სად: ძველი თბილისი, ლეღვთახევი

„თბილისობაზე“ შეგიძლიათ გაიგოთ იმ პროფესიების შესახებ, რომლებიც აღარ არსებობს. დედაქალაქის ერთ-ერთ უძველეს რაიონში — ლეღვთახევში, იმპროვიზირებულ სცენაზე წარმოდგენილი იქნება თბილისში უკვე აქტუალობადაკარგული პროფესიები. საუბარია მჭედელზე, მეწაღეზე, მეთულუხჩეზე და სხვა. საინტერესოა!

© Sputnik / Alexander Imedashviliზურაბ შევარდნაძე "გარდენიაში"
ზურაბ შევარდნაძე გარდენიაში - Sputnik საქართველო
ზურაბ შევარდნაძე "გარდენიაში"

ყვავილები, ღვინო და მუსიკა

როდის: 15, 16 სექტემბერი 20:00

სად: ევროპის მოედანი

თბილისობის ზეიმის გაგრძელება შესაძლებელია ევროპის მოედანზე, სადაც ცნობილი ქართველი მებაღის ზურაბ შევარდნაძის ყვავილების ბაზარი განთავსდება, ხოლო ღვინის აღმართზე ქართული ღვინის დეგუსტაცია, გამოფენა და გაყიდვა გელოდებათ. აქვე ნახავთ სტილიზებული ფოლკლორული თეატრის „ნაბადის“ წარმოდგენას, მოუსმენთ ანსამბლებს: „თბილისი“, „ხარება“, „თბილისური კვარტეტი“, ჯგუფ „გიო+“ახალი პროექტით, The Jetbird, "Goofyland", "Reggaeon", "Frani" და "LoudSpeakers“.

© FB/ შუმბა ლენდი - shumbalandგასართობი პარკი "შუმბა ლენდი"
გასართობი პარკი შუმბა ლენდი - Sputnik საქართველო
გასართობი პარკი "შუმბა ლენდი"

„შუმბა ლენდის“ გახსნა

როდის: 15 ოქტომბერი 11:00-19:00

სად: ვაკის პარკი

დაწვრილებით: https://www.facebook.com/events/1792684257616575/

ვაკის პარკი ახალი გასართობი პარკის „შუმბა ლენდის“ გახსნაზე გიწვევთ. ატრაქციონების პარკი, რომელსაც 2015 წლის თბილისის წყალდიდობისას დაღუპული თეთრი ლომის ბოკვრის სამახსოვროდ უწოდეს, გათვლილია 1-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის. ბავშვებს მთელი დღის განმავლობაში უამრავი სიურპრიზი და გასართობი პროგრამა ელოდება: ტორტი, საჩუქრები, კონცერტები, თოჯინების თეატრი, საცირკო წარმოდგენები, ანიმატორები და ფოიერვერკ-შოუ. და რაც ყველაზე მთავარია — ყველა ატრაქციონი ამ დღეს უფასო იქნება.

© FB/GIFT - Georgian International Festival of Arts in Tbilisi"ფლამენკო" ევა ერბაბუენის შესრულებით
ფლამენკო ევა ერბაბუენის შესრულებით - Sputnik საქართველო
"ფლამენკო" ევა ერბაბუენის შესრულებით

ცეცხლოვანი ფლამენკო

როდის: 15 ოქტომბერი 20:00

სად: ივანე მაჩაბლის 6

დაწვრილებით: https://www.facebook.com/events/313305712378982/

ცეცხლოვანი ესპანური ცეკვის ფლამენკოს ნახვა, რომელსაც ყველაზე ცნობილი მოცეკვავე ევა იერბაბუენას შესრულებით, შაბათ საღამოს შეგიძლიათ. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე ესპანელი მოცეკვავე წარმოადგენს სპექტაკლს „წვიმა“. წარმოდგენა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „საჩუქრის“ ფარგლებში გაიმართება.

ქართველი მხატვრისა და მონუმენტალისტ ლუკა ჯაფარიძის გამოფენა
ქართველი მხატვრისა და მონუმენტალისტ ლუკა ჯაფარიძის გამოფენა - Sputnik საქართველო
ქართველი მხატვრისა და მონუმენტალისტ ლუკა ჯაფარიძის გამოფენა

საქართველოს თანამედროვე ფერწერა

როდის: 14, 15, 16 ოქტომბერი

სად: Fabrika (ეგნატე ნინოშვილის 8)

დაწვრილებით: https://www.facebook.com/events/314668128909008/

Fabrika-ს არტ-სივრცეში თანამედროვე ქართველი მხატვრისა და მონუმენტალისტის ლუკა ჯაფარიძის ნახატების გამოფენა გაიმართება. მისი შემოქმედების ნიმუშები გერმანიაში, შვედეთსა და საქართველოში კერძო კოლექციებში ინახება. ესაა ფანტასტიკური პორტრეტები, თითქმის კოსმიური ემოციები და გრძნობები, ნახატები, რომლებიც ასახავს მთელ სამყაროსა და მის ცალკეულ სილამაზეს, რომელიც საკუთარი თვალით უნდა ნახო.

© FB/GIFT - Georgian International Festival of Arts in Tbilisiთუმანიშვილის თეატრი, თოჯინების მისტერია "დონ კიხოტი"
თუმანიშვილის თეატრი, თოჯინების  მისტერია დონ კიხოტი - Sputnik საქართველო
თუმანიშვილის თეატრი, თოჯინების მისტერია "დონ კიხოტი"

მისტერია თოჯინებისთვის „დონ კიხოტი“

როდის: 16 ოქტომბერი 20:00

სად: მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი (მცირე სცენა)

დაწვრილებით: https://www.facebook.com/events/665461070296593/

მისტერია თოჯინებისთვის „დონ კიხოტი“ მიგელ დე სერვანტესის ნაწარმოების მიხედვით შეიქმნა. მარტოხელა მოხეტიალე რაინდი — ბრძენი ან სულელი — თითოეული მაყურებელი ამ ლიტერატურული შედევრის პერსონაჟს თავისებურად დაინახავს. წარმოდგენა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „საჩუქრის“ ფარგლებში გაიმართება.

CC0 / Pixabay / ველოსიპედი
ველოსიპედი - Sputnik საქართველო
ველოსიპედი

ველოსიპედების ფესტივალი

როდის: 16 ოქტომბერი 12:00-19:00

სად: ვაკის პარკი

დაწვრილებით: https://www.facebook.com/events/1027868990663004/

თუ ველოსპორტის თაყვანისმცემელი ხართ, მაში აუცილებლად დაესწარით ფესტივალს Bike Fest 2016. ის ვაკის პარკში შეკრებს როგორც პროფესიონალ, ისე მოყვარულ ველოსიპედისტებს. თქვენ გელოდებათ შეჯიბრებები Down Hill-ი — სწრაფი დაშვება და Cross country, სანახაობრივი შოუ, მასტერ-კლასები, ასევე ველოსიპედების გამოფენა და ველოთამაშები, რომელში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეუძლია.

SPUTNIK-ი სასიამოვნო უქმეებს გისურვებთ!

ყველა ახალი ამბავი
0