კინო თბილისში: რა ვნახოთ 13-16 ოქტომბერს

გამოწერა
ფრანსუა ოზონის ახალი დრამა, ინტელექტუალური გამოცანები შეუდარებელი ტომ ჰენკსის მონაწილეობით და კატასტროფები ნიკოლას კეიჯთან ერთად - „Sputnik საქართველო“ ყველაზე ცეცხლოვანი კინოპრემიერებისა და საინტერესო ფილმების მიმოხილვას გთავაზობთ.

13 ოქტომბრიდან თბილისის კინოთეატრებში გაიმართება შემდეგი ფილმების პრემიერები:

 „ინფერნო“ (Inferno) — რონ ჰოვარდის ამერიკული ინტელექტუალური დეტექტივი-ტრილერი, რომელიც გადაღებულია დენ ბრაუნის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. არის ფილმების „და ვინჩის კოდი“ და ანგელოზები და დემონები“ გაგრძელება. მოვლენების ცენტრში კვლავ ჰარვარდის უნივერსიტეტის სემიოტიკის პროფესორი რობერტ ლენგდონია, რომელსაც ტომ ჰენკსი ასრულებს. ის ხვდება იტალიის ყველაზე იდუმალებით მოცულ ქალაქ ფლორენციაში, სადაც პროფესორი მოულოდნელად ისეთი მოვლენების ორომტრიალში აღმოჩნდება, რომელსაც მთელი კაცობრიობის დაღუპვა შეუძლია.  ამ ყველაფრისთვის ხელის შეშლა კი ოდესღაც დანტეს მიერ:ღვთაებრივ კომედიაში“ სტრიქონებს შორის დაშიფრული საიდუმლოს ამოხსნას შეუძლია.

„კრეისერი“ (USS Indianapolis: Men of Courage) — მარიო ვან პიბლზის სამხედრო ბოევიკია, სადაც მთავარ როლს ნიკოლას კეიჯი ასრულებს. სიუჟეტის ცენტრშია 1945 წლის ზაფხული, მეორე მსოფლიო ომის დასასრულამდე კვირებია დარჩენილი. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების კრეისერ „ინდიანაპოლისს“ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე, კუნძულ ტინიანზე ატომური ბომბის საბრძოლო ნაწილი გადააქვს. უკანა გზაზე გემს იაპონელების ტორპედო მოხვდება და გემი იძირება. კაპიტან მაკვეის SOS! არავის ესმის. აქ უკვე ცოცხლებს მკვდრების შურთ: მოლაპლაპე მზე და ზვიგენის კბილები, წყურვილი და ჰალუცინაციები, სიგიჟე და ჯოჯოხეთური წამება. ჩვენებაზე 16 წლამდე ბავშვები არ დაიშვებიან.

„ახალი ერა Z“ (The Girl with All the Gifts) — კოლმ მაკკარტნის დარმატული ტრილერი, რომელიც გადაღებულია მაიკ კერის რომანის მიხედვით. მოვლენათა ცენტრშია სამყაროთა ომი, რომელიც არ დასრულებულა. პლანეტას საშინელი ვირუსი მოედო: ადამიანებს თავს ესხმიან ინფიცირებული არსებები. ამან კაცობრიობა გაქრობის ზღვრამდე მიიყვანა. ერთადერთი იმედი ინფიცირებულების მეორე თაობაა. ისინი საშიში არიან, მაგრამ ფენომენალური, ადამიანებზე უფრო მაღალი ინტელექტი აქვთ. ისინი არიან გადამრჩენელი ვაქცინის შექმნის გასაღები.

„ფრანცი“ (Frantz) — ფრანგულ-გერმანული დრამა. რეჟისორია ფრანსუა ოზონი. ფილმი მოგვითხრობს გერმანელი ანას შესახებ, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ საფრანგეთში დაღუპული თავისი საქმრო ფრანცის საფლავზე ყოველდღე მიდის. ერთხელაც ანა იქ ფრანგ ადრიენს შეხვდა, რომელმაც ასევე მიიტანა ყვავილები სატრფოს საფლავზე. ის ფრანგია, ესე იგი — მტერი. მაგრამ მასთან შეხვედრა ქალის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს. ფილმი 2016 წელს ვენეციის კინოფესტივალზე დაჯილდოვდა, როგორც „საუკეთესო ფილმი“. 

გასული კვირიდან ქართულ კინოგაქირავებაშია ფანტაზიური დრამა „მის პეგერინის სახლი უჩვეულო ბავშვებისთვის“ (Miss Peregrine's Home for Peculiar Children). მთავარ როლშია ევა გრინი; საშინელებათა ფილმი „ალქაჯი ბლერიდან“ (Blair Witch) და ფანტასტიკური ტრილერი „მორგანი“ (Morgan).

უკვე თბილისის კინოთეატრებშია ბიოგრაფიული ტრილერი „სნოუდენი“ (Snowden), ფილმი-კატასტროფა „ღრმა ჰორიზონტი“ (Deepwater Horizon) და კრიმინალური კომედია „ბუმბერაზი მძარცველები“ (Masterminds), რომელშიც მონაწილეობენ ზაკ გალიფიანაკისი, ოუენ უილსონი, კრისტენ უიგი და ჯესონ სუდეიკისი.

მულტფილმები ბავშვებისთვის: „“დიდი გამყინვარება 5“ (Ice Age: Collision Course) და ამერიკული კომპიუტერულ-ანიმაციური ფილმი „წეროები“ (Storks), რეჟისორები არიან ნიკოლას სტოლერი და დაგ სვიტლენდი.

სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!

ყველა ახალი ამბავი
0