საპარლამენტო არჩევნებში ქართველი ემიგრანტები აქტიურად მონაწილეობენ

© Sputnik / Levan Avlabreliარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებიც მონაწილეობენ. უცხოეთის 41 ქვეყანაში 55 საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც საკუთარი არჩევანის დაფიქსირება 49 716 ამომრჩეველს შეუძლია. ჩვენ რამდენიმე მათგანს დავუკავშირდით.

ამერიკა, №8-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარის მოადგილე მანანა ჩიტაური:  საქართველოს  პარლამენტის 2016 წლის არჩევნები ნიუ-იორკში მანჰეტენზე მდებარე საკონსულოს შენობაში ტარდება, სადაც ორი — მე-8 და მე-9 საარჩევნო უბანია გახსნილი. სიაში დაახლოებით 3000 ამომრჩეველია. არჩევნები ადრეც აქ ჩატარდა. იმედი გვაქვს, რომ ქართველი ემიგრანტები აქტიურობას წელსაც გამოიჩენენ და ყველაფერი მშვიდად ჩაივლის.

ამერიკა, №8-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარის მოადგილე მანანა ჩიტაური
ამერიკა, №8-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარის მოადგილე მანანა ჩიტაური - Sputnik საქართველო
ამერიკა, №8-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარის მოადგილე მანანა ჩიტაური

ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ცუცა კაპანაძე: „დროში განსხვავების გამო, ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველები არჩვენებში გვიან მივიღებთ მონაწილეობას. მოგეხსენებათ, თქვენთან რომ ღამის 12 საათია, ჩვენთან  იმ დროს დილის 8 საათია და საარჩევნო უბანი აქ სწორედ მაგ დროს გაიხსნება. იმედი მაქვს, რომ ყველა მოქალაქე მოვა საარჩევნო უბანზე, მოიხდის მოქალაქეობრივ ვალს და სწორ არჩევანს გააკეთებს. თითოეული ჩვენგანის ვალია, დავუდგეთ გვერდში ჩვენს ქვეყანას და იმ ადამიანებს, ვისაც ჭეშმარიტად გული შესტკივა  ქვეყნის განვითარებასა და აღმშენებლობაზე. დავძენ, რომ ხელისუფლებამ მჭიდრო კონტაქტი უნდა დაამყაროს ქართულ ემიგრაციასთან და გამოიყენოს სხვადასხვა ქვეყანაში გაფანტული უნიჭიერესი ადამიანები. ამის რესურსი და შესაძლებლობა ნამდვილად არის.  ხელისუფლებას ემიგრაცია არ უნდა გაახსენდეს მხოლოდ არჩევნების დროს. საქმე ერთად დგომით უფრო გაკეთდება და ჩვენც უფრო მადლიერები ვიქნებით.  მადლიერი ემიგრაცია კი კიდევ მეტ სიკეთეს მოუტანს ჩვენს ქვეყანას. მინდა წარმატება ვუსურვო მომავალ ხელისუფლებას. იმედი მაქვს, რომ  ლაპარაკისა და ბრალდებების დრო დამთავრდება და გამარჯვებული ხელისუფლება დაპირებებს რეალობად აქცევს.
იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტები ხმის მისაცემად რომში უნდა ჩავიდნენ, სადაც საარჩევნო უბანი საქართველოს საელჩოს შენობაშია გახსნილი. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც რომში ჩასვლას ვერ ახერხებენ და საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად გამოსავალი მოძებნეს: სოციალურ ქსელებში ნინო  ჭელიძის კედელზე რეგისტრირდებიან.

საქართველოს საელჩო იტალიაში
საქართველოს საელჩო იტალიაში - Sputnik საქართველო
საქართველოს საელჩო იტალიაში

რომში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ლალი მარგველაშვილი: აქ ჯერ ათი საათია, მოგვიანებით წავალ და მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას. საარჩევნო უბანი არგენტინის ქუჩაზე, საქართველოს საელჩოს შენობაშია. არჩევნებში მონაწილეობა იმიტომ მინდა, რომ  იმედი მაქვს, რაღაც შეიცვლება უკეთესობისკენ. უკვე თორმეტი წელია, აქ ვარ. ვერ ნახავთ ქართველს, ვისაც უცხოეთში ყოფნა მოსწონს და დაბრუნებაზე არ ოცნებობს. უბედურება, რა არის, იცით?  რომ წამოვედით და პატარა ბავშვები დავტოვეთ. ასე რომ, ჩემი ქვეყნის მომავლის არჩევანს დღეს აუცილებლად გავაკეთებ. ეს ჩემი ვალია!“

© Leila Kiknadzeათენის № 34-ე საარჩევნო უბანი
ათენის № 34-ე საარჩევნო უბანი - Sputnik საქართველო
ათენის № 34-ე საარჩევნო უბანი

ათენში მცხოვრები ემიგრანტი ლეილა კიკნაძე: საარჩევნო უბნის დამკვირვებელი ვარ და სიაში არ აღმოვჩნდი! ასეთები აქ, სამწუხაროდ,  მრავლად არიან. ბევრი საჩივარია შემოსული, რადგან შაბათს ყველა მუშაობს და ხმის მისაცემად მოსვლა ისედაც ძლივს მოახერხეს.

საქართველოს საელჩო მადრიდში, სადაც გახსნილია საარჩევნო უბანი
საქართველოს საელჩო მადრიდში, სადაც გახსნილია საარჩევნო უბანი - Sputnik საქართველო
საქართველოს საელჩო მადრიდში, სადაც გახსნილია საარჩევნო უბანი

 

ესპანეთი, მადრიდი, საარჩევნო უბნის თავმჯდომარის მოადგილე თამარ მეტრეველი: ჩვენი საარჩევნო  №17 უბანი საქართველოს საელჩოს შენობაშია,  პლაზა დე ლა კორტეს 4 ნომერში. ამ ეტაპზე უკვე ველოდებით მოქალაქეებს. ჩვენი კომისია ცხრა წევრის შემადგენლობით მუშაობს, სიაში კი 893 ამომრჩეველი გვყავს. ქართველი ემიგრანტი ამომრჩევლის მაღალი აქტივობის იმედი მაქვს.

© ლ. ნიკოლაძეპარიზში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ლალი ნიკოლაძე:
პარიზში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ლალი ნიკოლაძე:  - Sputnik საქართველო
პარიზში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ლალი ნიკოლაძე:

პარიზში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ლალი ნიკოლაძე: პარიზში საარჩევნო სიაში 1471 ამომრჩეველია. დღის მეორე ნახევარში უფრო ამოძრავდა ხალხი და საარჩევნო უბანში ხმის მისაცემად ჩვენი მეცო-სოპრანო ნინო ჯავახაძეც მოვიდა. ძალიან თავაზიანი კომისიის წევრები არიან, კარგად ორგანიზებულია ყველაფერი. საარჩევნო უბანი პარიზში, საქართველოს საელჩოს შენიბაშია, რომელიც ყველაზე პრესტიჟულ უბანშია. მე 15 წელია პარიზში ვარ, წინა არჩევნებშიც მივიღე მონაწილეობა. ჩემი მოქალაქეობრივი მოვალეობაა, რომ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია და მივცე ხმა მას, ვინც საქართველოსთვის უფრო მეტს გააკეთებს. მინდა მონაწილეობა მივიღო ქცეყნის მომავლის გაუმჯობესებაში.


სტამბულის საარჩევნო უბნის თავმჯდომარე მანანა გურგენიძე
სტამბულის საარჩევნო უბნის თავმჯდომარე მანანა გურგენიძე - Sputnik საქართველო
სტამბულის საარჩევნო უბნის თავმჯდომარე მანანა გურგენიძე
თურქეთი, სტამბოლი, საარჩევნო უბნის თავმჯდომარე მანანა გურგენიძე: ჩვენი საარჩევნო უბანი საქართველოს გენერალურ საკონსულოშია, ლევენტის უბანში, სუმბულის ქუჩაზე. სიაში 475 ამომრჩეველი გვყავს. ამ ეტაპზე არც ისე დიდი აქტიურობაა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება და ამომრჩეველი უფრო გააქტიურდება. უკვე მივმართე სოციალური ქსელების საშუალებით ქართველებს: მე, როგორც სტამბოლის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მოგმართავთ თხოვნით, იაქტიურეთ და თქვენთვის სასურველი კანდიდატის შერჩევით, ხმა მიეცით საქართველოს აღმშენებლობას! მე გაძლევთ გარანტიას, რომ დაცული იქნება თქვენი ნებისმიერი არჩევანი.

წელს, პირველად ისტორიაში, საქართველოს პარლამენტის არჩევნები სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაშიც ტარდება.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ბექა დვალი
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ბექა დვალი - Sputnik საქართველო
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ბექა დვალი

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ბექა დვალი: 2016 წლის 8 ოქტომბერს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, პირველად საქართველოს ისტორიაში, საარჩევნო უბანი N56 სამხრეთ აფრიკის დედაქალაქ პრეტორიაში გაიხსნა. არჩევნებს, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, ცენტრალური საარჩევნო კომისია ატარებს. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების ჩასატარებლად ფართს საკუთარ შენობაში  გამოუყოფს. დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლები, მათ შორის მე, როგორც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ჩვეულებრივი ამომრჩევლები ვართ. არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები ფლობენ.

ჩვენ ასევე გავესაუბრეთ ქართველ ემიგრანტს, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს მიღებული და ახლა ხმის მისაცემად საქართველოშია ჩამოსული.

© Photo: Courtesy of Maka Kverenchkhiladzeმაკა კვერენჩხილაძე-კარტაიზერი, აშშ-სა და საქართველოს მოქალაქე
მაკა კვერენჩხილაძე-კარტაიზერი, აშშ-სა და საქართველოს მოქალაქე - Sputnik საქართველო
მაკა კვერენჩხილაძე-კარტაიზერი, აშშ-სა და საქართველოს მოქალაქე

 

მაკა კვერენჩხილაძე-კარტაიზერი, აშშ-სა და საქართველოს მოქალაქე:  ბედნიერი ვარ, რომ მაქვს ორმაგი მოქალაქეობა: ამერიკისა და საქართველოსი. დღეს ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი სამშობლოსთვის. თითოეულ ჩვენგანს საშულება გვაქვს, გამოვხატოთ საკუთარი აზრი, თუ რომელ პარტიასა და რომელ კანდიდატს მივანდობთ ჩვენი ქვეყნის წინსვლას. უინსტონ ჩერჩილმა თქვა: „ცუდ ხელისუფლებას ირჩევს კარგი ხალხი, რომელიც არ დადის არჩევნებზე“. დროა, შევიგნოთ, რომ ყოველი ხმა გადამწყვეტია. ვფიქრობ, რომ ახლა, როგორც არასდროს, სიკეთის გაძლიერების დროა, რადგან სამყაროში ბოროტება მძვინვარებს და გულგრილი დამოკიდებულება ბოროტის გაძლიერებას უწყობს ხელს… მჯერა, რომ ქართველ ხალხში საღი აზრი გაიმარჯვებს. მართლა თითოეული მოქალაქის პოზიციაზეა დამოკიდებული, თუ როგორ წარიმართება  ქვეყნის ბედი.

აქვე გაცნობებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საელჩოებში დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობის საბოლოოდ დამტკიცების შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ აამოქმედა ინტერნეტპორტალი, რომელზეც უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეებს საარჩევნო სიებში საკუთარი მონაცემების მოძიება შეუძლიათ.


ყველა ახალი ამბავი
0