თბილისური უქმეები: 7-9 ოქტომბერი

© Sputnik / Denis Aslanovგანახლებული აღმაშენებლის გამზირის გახსნა
განახლებული აღმაშენებლის გამზირის გახსნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხმაურიანი თეატრალური პრემიერები, ფანტასტიკური და ჟრუანტელის მომგვრელი ფილმები, ადრენალინი, ლენონისა და ბეთჰოვენის მუსიკა, მოცეკვავე შექსპირი და არა მხოლოდ. ამ უქმეებზე, გარდა ძირითადი მოქალაქეობრივი ვალისა - საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისა - ბევრი საინტერესო რამ შეიძლება გააკეთოთ, ასე რომ - გაერთეთ!

გრიბოედოვის თეატრის 171-ე სეზონის გახსნა

© გრიბოედოვის თეატრის არქივიგრიბოედოვის თეატრი, ნაწყვეტი სპექტაკლიდან "გაყინული სურათები"
გრიბოედოვის თეატრი, ნაწყვეტი სპექტაკლიდან გაყინული სურათები - Sputnik საქართველო
გრიბოედოვის თეატრი, ნაწყვეტი სპექტაკლიდან "გაყინული სურათები"

როდის: 7 ოქტომბერი, 18:00

სად: გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული დრამატული თეატრი

დაწვრილებით: https://www.facebook.com/events/1743723582547551/

არ გამოტოვოთ პარასკევს გრიბოედოვის თეატრში 171-ე სეზონის გახსნა. მცირე დარბაზის სცენაზე გელოდებათ ფინელი დრამატურგის კრისტიან სმედსის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „გაყინული სურათები“. დადგმა რუსულ ენაზე ფინელ რეჟისორ იარი იუტინენს ეკუთვნის. სპექტაკლში მონაწილეობენ ახალგაზრდა „გრიბოედოველები“ ავთანდილ ვარსიმაშვილის სახელოსნოდან.

განუმეორებელი კევინ სპეისი

© FB/ K-pax.comამერიკული ფსიქოლოგიური დრამა „კა-პექსი“
ამერიკული ფსიქოლოგიური დრამა „კა-პექსი“ - Sputnik საქართველო
ამერიკული ფსიქოლოგიური დრამა „კა-პექსი“

როდის: 7 ოქტომბერი 20:00

სად: პარკი „ახალი მზიური“

დაწვრილებით: https://www.facebook.com/events/337433226591442/

ტრადიციულ უფასო კინოჩვენებაზე ღია ცის ქვეშ ამერიკული ფსიქოლოგიური დრამის „კა-პექსი“ (K-PAX) სეანსი გაიმართება, რომელშიც მთავარ როლს კევინ სპეისი ასრულებს. მანჰეტენის ფსიქიატრიულ ინსტიტუტში შავსათვალიანი უცნაური კაცი მიჰყავთ. ის თავის თავს პროტს უწოდებს და ამტკიცებს, რომ მისი სამშობლო შორეულ პლანეტა კა-პექსზეა, საიდანაც დედამიწაზე წამიერად აღმოჩნდა. რა მოხდა შემდეგ — ამის გაგება ღია ცის ქვეშ კინოთეატრში შეგიძლიათ. ფილმი ქართულად არის გახმოვანებული.

მსოფლიო თქმულებები

© FB/ Writers' House of Georgia‎ლიტერატურული საღამო მწერალთა კავშირში
ლიტერატურული საღამო მწერალთა კავშირში - Sputnik საქართველო
ლიტერატურული საღამო მწერალთა კავშირში

როდის: 8 ოქტომბერი, 13:00

სად: საქართველოს მწერალთა სახლი (მაჩაბლის 13)

დაწვრილებით: https://www.facebook.com/events/320741748294259/

სამყაროს წარმოშობის, ბუნების მოვლენებისა თუ ღმერთების შესახებ სხვადასხვა ქვეყნების, კულტურების, ხალხების თქმულებებისა და მითების მოსმენა ბავშვებსა და მოზარდებს ლიტერატურულ საღამოზე შეუძლიათ. საღამოს საბავშვო მწერალი ვასო გულეური წარუძღვება.

გაუმარჯოს ზიპლაინს!

© FB/ ZIP LINE Georgiaგაუმარჯოს ზიპლაინს!
გაუმარჯოს ზიპლაინს! - Sputnik საქართველო
გაუმარჯოს ზიპლაინს!

როდის: 8 და 9 ოქტომბერი, 9:00

სად: ჰაერში

დაწვრილებით: https://www.facebook.com/events/1663892567254420/

თუ ჯერ კიდევ არ გიცდიათ ზიპლაინი, გვერწმუნეთ, სწორედ ახლაა ამის დრო! ცნობისათვის: ზიპლაინი — ესაა დაშვება ადრენალინით და გრავიტაციის ძალის გამოყენებით, ფოლადის ბაგირით, მიწიდან ჰაერში. არის როგორც დღის, ისე ღამის ტურები ფოიერვერკებით. ერთი სიტყვით, მძაფრი შეგრძნებები გარანტირებულია!

მოუწყეთ თავს საშინელებათა ღამე

© FB/ Kiwi-Café Tbilisi‎კადრი საშინელებათა ფილმიდან
კადრი საშინელებათა ფილმიდან - Sputnik საქართველო
კადრი საშინელებათა ფილმიდან

როდის: 8 ოქტომბერი, 23:00

სად: ბაჩაბლის 6

დაწვრილებით: https://www.facebook.com/events/1191775237556680/

საშინელებათა ღამის მოწყობა შეგიძლიათ სტივენ კინგის ნაწარმოებების მიხედვით გადაღებული ფილმების ჩვენებაზე. შეგიძლიათ ნახოთ ფილმები, რომლებიც გადაღებულია ისეთი მოთხრობების მიხედვით, როგორებიცაა The Mist, The Shining და It. სეანსზე დაგვიანება რეკომენდებული არ არის — იქ ბნელა და საშიშია!

პრომეთე: 25 წელი

© FB/ ROYAL DISTRICT THEATREნაწყვეტი სპექტაკლიდან "პრომეთე: 25 წელი"
ნაწყვეტი სპექტაკლიდან პრომეთე: 25 წელი - Sputnik საქართველო
ნაწყვეტი სპექტაკლიდან "პრომეთე: 25 წელი"

როდის: 9 ოქტომბერი, 20:00

სად: სამეფო უბნის თეატრი (გია აბესაძის 10)

დაწვრილებით: https://www.facebook.com/events/314668128909008/

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული პროგრამის ფარგლებში გაიმართება სამეფო უბნის თეატრის სპექტაკლის „პრომეთე / დამოუკიდებლობის 25 წელი“ პრემიერა. ესაა ფსიქოლოგიურ-ტრაგიკული ისტორია-გახსენება საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილეზე პრომეთეს მითის ანარეკლში. ცალკეული ადამიანის ბიოგრაფია მთელი ქვეყნის კონცენტრირებული ისტორიაა. სად იშლება ზღვარი ბიოგრაფიასა და ისტორიას შორის და სად იბადება პერსონალური მითოლოგია? აქ ყველა ადამიანი არის გმირი და ყველა გმირი პრომეთესავით მიჯაჭვულია. სპექტაკლის რეჟისორია დათა თავაძე. ის ქართულ ენაზე ინგლისური ტიტრებით იქნება წარმოდგენილი.

როცა შექსპირს აცეკვებენ

© FB/ Movement Theatreკახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრში პრემიერა "ქარიშხალი"
კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრში პრემიერა ქარიშხალი - Sputnik საქართველო
კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრში პრემიერა "ქარიშხალი"

როდის: 8 და 9 ოქტომბერი, 20:00

სად: კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი (აღმაშენებლის 182)

დაწვრილებით: https://www.facebook.com/events/290521711334133/

უილიამ შექსპირის „ქარიშხლის“ მიხედვით დადგმულ საცეკვაო პრემიერაზე კახა ბაკურაძის „მოძრაობის თეატრი“ გეპატიჟებათ. სპექტაკლი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში გაიმართება. სპექტაკლში გვპირდებიან სამგანზომილებიან პროექციებს, მულტიპლიკაციას, აკრობატულ ნომრებს, საბრძოლო ხელოვნებას და, როგორც ყოველთვის, სხეულის მაღალპროფესიულ პლასტიკას.

ბეთჰოვენის მუსიკა

© Sputnik / Alexander Imedashviliფესტივალი "შემოდგომის თბილისი"
ფესტივალი შემოდგომის თბილისი - Sputnik საქართველო
ფესტივალი "შემოდგომის თბილისი"

როდის: 9 ოქტომბერი, 19:30

სად: ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი (აღმაშენებლის 123/125)

დაწვრილებით: https://www.facebook.com/events/314668128909008/

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ნაწარმოებების კონცერტი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „შემოდგომის თბილისი“ ფარგლებში გაიმართება. სცენაზე აჟღერდება ბეთჰოვენის მიერ 1806 წელს ვენაში დაწერილი მე-4 სიმფონია და კონცერტი ვიოლინოს, ჩელოს, ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის; შეასრულებენ: თბილისის სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორია ვახტანგ კახიძე, სოლისტები — მუსიკოსები გერმანიიდან – მევიოლინე ევგენია ჟუკი, პიანისტი ილონა ჰაილინგლო და ვიოლონჩელისტი ალექსანდრ ჰულშოფი.

ჯონ ლენონის გახსენება

© JACK MITCHELჯონ ლენონი და იოკო ონო
ჯონ ლენონი და იოკო ონო - Sputnik საქართველო
ჯონ ლენონი და იოკო ონო

როდის: 9 ოქტომბერი, 21:00

სად: პაბი Nali (ლეო ქიაჩელის 4/1)

დაწვრილებით: https://www.facebook.com/events/613505925495382/

ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის ჯონ ლენონის დაბადების დღე შეგიძლიათ თბილისში, მის ტრიბიუტ-კონცერტზე აღნიშნოთ. მუსიკოსის საუკეთესო ჰიტებს შეასრულებენ ქართველი შემსრულებლები ნიკა კოჩაროვი, ქეთი ორჯონიკიძე, Nali Band და Seltaeb. დასწრება თავისუფალია!

SPUTNIK სასიამოვნო უქმეებს გისურვებთ!

ყველა ახალი ამბავი
0