ხმაურიანი განქორწინება და გაყრილების შანსები...

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეპისტოლარული ჟანრის შავი ლაქები და პოლიტიკური მარცხის შიში!.. ვის რას მოუტანს გაყრა, ვინ ვის შეეყრება მომავალში... სასწორზე შემოდებული შანსები და ჩართული წამზომი.

ჩვენი დროების პოლიტიკურ პროცესებში მეტ-ნაკლებად გათვითცნობიერებულ მკითხველს ეს ამბავი უსათუოდ ემახსოვრება… იმავე პერიოდში, როცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი გიორგი კვირიკაშვილმა დაიკავა, გაჟღერდა მომავალში კოალიციური ერთობის „ქართული ოცნების“ და „რესპუბლიკელების“ სტრატეგიული თანამშრომლობის პრინციპზე დაფუძნების იდეა. ითქვა, რომ ინიციატივა კოალიციის მთავარ შემოქმედს ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნოდა.  

გამოხდა ხანი და იდეა იდეად დარჩა. თანდათან გამოიკვეთა, რომ ყოფილი ერთობის წევრები საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებდნენ მონაწილეობას. იყო დაპირება, რომ წარსულში პარტნიორები, ახლა უკვე კონკურენციის რეჟიმში ერთმანეთის მიმართ სულ ცოტა კორექტულები იქნებოდნენ… თუმცა დაანონსებული მშვიდობიანი განქორწინება არ შედგა!.. პოლიტიკური განკითხვის თარიღის მოახლოვებასთან ერთად ყოფილი კოალიციის წევრები, განსაკუთრებით კი „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ და „რესპუბლიკური პარტია“ ერთმანეთს ღიად დაუპირისპირდნენ. საარჩევნო ბატალიებში „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ჩართული ბიძინა ივანიშვილი ჯერ ზოგადად „რესპუბლიკელებს“ აკრიტიკებდა, ბოლო დროს კი პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილი ჰყავს მიზანში ამოღებული.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ივანიშვილმა რესპუბლიკელებს ცუდი პარტნიორები უწოდა
 

თავის მხრივ პირველი კანონმდებელი ბიძინა ივანიშვილს ეპისტოლარული ჟანრით მიმართავს და კოალიციური ერთობის თაობაზე მხარეთა შორის ადრე მიღწეულ შეთანხმებებს ახსენებს, დასტურად ურთიერთ მიმოწერას ასაჯაროებს… პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ წევრებმა პარლამენტის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილთან ამგვარი ფორმით ურთიერთობა და ზოგადად საქციელი დაუწუნეს.

„ბიძინა ივანიშვილთან იმ ტიპის პაექრობა, რომელიც მიწევს, მე არანაირად არ მხიბლავს და არც რაიმე ადრენალინს მმატებს, პირიქით… რაც შეეხება დოკუმენტების გასაჯაროებას, რაიმე სხვა საკითხში შეკამათებას თუ თემის წამოწევას, მე ამას ცხოვრება, დღევანდელი ჩვენი მდგომარეობა მკარნახობს, მაიძულებს და მავალდებულებს ყველაფერი გავაკეთო, რომ მოსახლეობას, ამომრჩეველს, დაინტერესებულ ადამიანებს, ჰქონდეთ სრული ინფორმაცია, ინფორმირებული და ანალიზიდან გამომდინარე არჩევნის გასაკეთებლად!.. სწორედ ამისთვის მე მივდივარ ჩემთვის ძალიან არასასიამოვნო, ადამიანურად ძალიან მტკივნეულ ნაბიჯებზე!..“ ასე გამოეხმაურა ყოფილი პარტნიორების კრიტიკას დავით უსუფაშვილი.

დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
დავით უსუფაშვილმა ივანიშვილის ბრალდებებს უპასუხა

საინტერესოა რამ განაპირობა ბიძინა ივანიშვილის განაწყენება „რესპუბლიკელებზე“ და რას არ პატიობს ის პარლამენტის თავმჯდომარეს.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე: „აშკარად შევცდი პროგნოზში, როდესაც ვსაუბრობდი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან „რესპუბლიკელებთან“ თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ. ამის ერთ-ერთი საფუძველი იყო პირადად ბიძინა ივანიშვილის პოზიტიური დამოკიდებულება დავით უსუფაშვილის მიმართ და გამოკვეთილად პროდასავლურ პოლიტიკურ ძალასთან ალიანსით მიღებული სარგებელი საერთაშორისო არენაზე. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ შიდაპარტიული და შიდაკოალიციური სამზარეულო სხვაგვარი აღმოჩნდა. შესაბამისად  ბიძინა ივანიშვილის ამჟამინდელი უკიდურესად ნეგატიური განცხადებები და შეფასებები „რესპუბლიკელების“ მისამართით, გამოძახილია იმ წინააღმდეგობების, პიროვნული და ინტერესთა შეუთავსებლობების რაც ბოლო დრომდე კოალიციის კულუარებში გროვდებოდა და ეხლა როგორც იტყვიან ფურუნკულივით გასკდა და სააშკარაოზე გამოვიდა. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ „რესპუბლიკელები“ სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ და ეს სასჯელი მათი პარლამენტს გარეთ დატოვება იქნება!..“

დარწმუნებული ვარ, მკითხველი დამეთანხმება, რომ „ქართული ოცნების“ კოალიციის ყოფილ წევრებს შორის „რესპუბლიკელები“ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან კრიტიკის ექსკლუზიური უფლებით არ სარგებლობენ, კოალიციის მთავარი არქიტექტორი „თავისუფალ დემოკრატებს“ და „ეროვნულ ფორუმსაც“ მისწვდა… 

გაკვეთილი - Sputnik საქართველო
ივანიშვილი: ქვეყნის ეფექტურ მართვას კარგი გამოცდილება სჭირდება
 

ზაალ ანჯაფარიძე: „დიახ, თუმცა, გარკვეული ტრანსფორმაცია განიცადა ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულებამ „თავისუფალ დემოკრატებთან.” ის აკრიტიკებს ირაკლი ალასანიას, მაგრამ შედარებით ლოიალურია მისი გუნდის წევრებისადმი, რაც არ არის შემთხვევითი. თავის მხრივ, „თავისუფალი დემოკრატების" დეპუტატობის მაჟორიტარმა კანდიდატებმა უკვე ორ საარჩევნო ოლქში მოხსნეს თავიანთი კანდიდატურები „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. ერთი სიტყვით, ბიძინა ივანიშვილი „რესპუბლიკელებთან“ და „თავისუფალ დემოკრატებთან“ და არა მხოლოდ მათთან, თავის პარტიას თამაშობს და ამ თამაშის ერთ ერთი მიზანია, რომ მომავალ პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ შეძლებისდაგვარად კომფორტული პირობები ჰქონდეს…“ 

პატივცემულმა ანალიტიკოსმა ბრძანა — „…როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ „რესპუბლიკელები“ სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ და ეს სასჯელი მათი პარლამენტს გარეთ დატოვება იქნება!..“ საინტერესოა, როგორია კოალიციის ყოფილი წევრების საარჩევნო შანსები…

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ივანიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ შესაძლოა ვერც მოხვდეს პარლამენტში

ზაალ ანჯაფარიძე: „პროგნოზირება რთულია, თუმცა კვლევების შედეგებს თუ ვენდობით სავალდებულო ბარიერის გადალახვა პრობლემური იქნება. მიუხედავად ამისა, პარლამენტში თითქმის ოთხწლიანი საქმიანობის შემდეგ, საკუთარ თავთან პირისპირ დარჩენა და არსებული რეალობის დამოუკიდებლად შეფასება, პოლიტიკოსების ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა და მათი მხრდამჭერი ამომრჩევლებისთვისაც. ყოფილი პარტნიორები — „რესპუბლიკელები“, „თავისუფალი დემოკრატები“ და „ეროვნული ფორუმი“ ახლა ერთმანეთის კონკურენტები არიან. კიდევ ერთხელ დავსძენ, რომ პირადად მე არ ვიცნობ არცერთი კვლევის შედეგს, სადაც ჩვენს მიერ ჩამოთვლილი სამივე პარტია   ბარიერგადალახულთა შორის მოიაზრება…“

ორიოდე სიტყვა პარლამენტში „ქართული ოცნების“ მომავალ სავარაუდო პარტნიორებზეც უნდა ვთქვათ… ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის კონტექსტის გათვალისწინებით. ბიძინა ივანიშვილი ბრძანებს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირსა და ნატოს უკავშირდება. თუ ასეა „რესპუბლიკელები“ და „თავისუფალ დემოკრატები“ „ქართული ოცნების“ პარტნიორები უნდა იყვნენ… 

ზაალ ანჯაფარიძე: „საგარეო პოლიტიკური კურსი, მსოფლმხედველური თუ ღირებულებით კატეგორიები, როგორც ჩანს არ არის ის ბაზისი რაზეც ბიძინა ივანიშვილი პარტნიორულ ურთერთობებს აგებს. ჩემი დაკვირვებით, ის როგორც ბიზნესმენი, პარტნიორობას სხვა კატეგორიებით და საზომებით უდგება, რომლებშიც არის პიროვნული ფაქტორებიც და პრაგმატული გათვლებიც. მე, ჯერჯერობით ვერ ვხედავ პარლამენტში გასვლის შანსების მქონე პარტიებთან „ქართული ოცნების“ მყარი პარტნიორობის ალბათობას. კარგი იქნება თუ თემატური თანამშრომლობა მაინც გამოუვათ…“

ვისთვის როგორი იქნება პოლიტიკური გაყრის შედი და მომავალში ვინ ვის შეეყრება ამას დრო გვიჩვენებს!.. მოლოდინის წამზომი ჩართულია და პასუხი დიდხანს არ დააყოვნებს!..


ყველა ახალი ამბავი
0