უნიკალური სომხურ-ქართული პროექტის, „მეგობრობის ხიდის“ საიდუმლოებანი

© photo: Sputnik / Laura Sarkisyanარტურ სარქისიანი
არტურ სარქისიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეგიონში უნიკალური სომხურ-ქართული პროექტი „მეგობრობის ხიდი“ ექსპლუატაციაში 2018 წელს შევა. „გაჭიანურებულ“ მშენებლობაზე, სახელმწიფოთაშორის შეთანხმებასა და ახალი ხიდის ფუნქციონალურობაზე „Sputnik-სომხეთის“ კორესპონდენტი საუბრობს.

ლაურა სარქისიანი,  „Sputnik-სომხეთი“

სომხურ-ქართული ურთიერთობების გააქტიურებას ექსპერტები მხოლოდ საერთო ისტორიულ წარსულსა და ინტერესებს კი არ უკავშირებენ, არამედ ერთობლივ პროექტებსაც. ერთ-ერთი ასეთია სახელმწიფოებს შორის ხიდის აშენება, რომელსაც „მეგობრობის ხიდი“ ეწოდა.

ცოტა რამ ხიდის შესახებ

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ საზღვარზე არსებული ბაგრატაშენ-სადახლოს ხიდის კვლევისა და ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ამ ხიდმა თავი ამოწურა, თუმცა დემონტაჟს არ ექვემდებარება. ეს გასაკვირი არცაა. ხიდი ხომ ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში აიგო, დაახლოებით 40 წლის წინ.

„ჩვენ ვიფიქრეთ, რომ აუცილებელია ალტერნატიული გზა, რომელიც ორ ქვეყანას დააკავშირებდა, ხოლო ძველი ხიდს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოვიყენებდით. მაგალითად, ხალხის დიდი ნაკადის თავმოყრის შემთხვევაში ან დელეგაციების სწრაფად გასატარებლად“, — განაცხადა სახელმწიფო უწყება „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ დირექტორმა არტურ სარქისიანმა.

მისი თქმით, ახალი, ოთხზოლიანი ხიდი დღევანდელი საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან მარცხნივ აიგება. ხიდის ერთი ნახევარი საქართველოს ტერიტორიაზე იქნება, მეორე კი სომხეთისა.

„პროგრამა ოფიციალურად 2013 წელს დაიწყო, ხოლო საქართველოსთან და ევროპის განვითარების ბანკთან მოლაპარაკებები 2014 წლამდე გაგრძელდა“, — აღნიშნა სარქისიანმა.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილის ვიზიტი სომხეთში - მზერა თბილისიდან და ერევნიდან

მისი თქმით, აუცილებელი იყო არაერთი საკითხის გადაჭრა: საზღვრის გადაკვეთა, ორი ქვეყნის ტერიტორიაზე ხიდის მშენებლობა, სამშენებლო მასალების, ტექნიკის გამოყენება, სამშენებლო ლიცენზიის მოპოვება, პროექტების დამტკიცება და ა.შ.

„მაგრამ უმთავრესი მაინც დაფინანსების პრობლემა იყო. ამას ჩვენ პირველად შევეჯახეთ. საქმე ისაა, რომ, როცა საბჭოთა კავშირისას ამჟამად მოქმედ ხიდს ვაშენებდით, მაშინ ყველაფერი გასაგები იყო, იმიტომ რომ ხიდი ერთ მთლიან ქვეყანას ეკუთვნოდა, რომელიც აფინანსებდა კიდეც მშენებლობას“, — განმარტა სარქისიანმა.

ამ ჯერზე კი საკითხი ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის უნდა გადაწყვეტილიყო, რომლებსაც სურდათ, ხიდის სრულუფლებიანი მფლობელები ყოფილიყვნენ.

„სომხეთი მზად იყო სრულად დაეფინანსებინა მშენებლობა, ხოლო ის ნაწილი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე აიგებოდა, უვადო სარგებლობაში გადაეცათ ქართველებისთვის. მაგრამ ქართული მხარე ამაზე არ წამოვიდა“, — დაამატა სარქისიანმა.

საქართველოს სურდა, რომ მათ ტერიტორიაზე არსებული ნაწილი იურიდიულად მათ საკუთრებად გაფორმებულიყო. საბოლოოდ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხიდსაც გაიყოფენ და დაფინანსებასაც, რისთვისაც ევროპის განვითარების ბანკს მიმართეს.

ხიდის  მშენებლობის პროექტი დღეისათვის ათ მილიონ ევროდაა შეფასებული.

პროექტის მეორე სუნთქვა

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერი: სომხეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

მოლაპარაკებების შემდეგ გაფორმდა სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულება და ასევე ჩამოყალიბდა კომისია, რომლებშიც მინისტრების მოადგილეები შედიან.

„გადავწყვიტეთ ყველა შესაძლო პრობლემის თავიდან აცილების მიზნით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მასალები და ტექნოლოგიები გამოვიყენოთ“, — თქვა სარქისიანმა.

გამოცხადდა ონლაინ ტენდერი. სატენდერო კომისიაში 8 კაცი შედის. აქედან ოთხი ქართული, ოთხიც სომხური მხრიდან. სწორედ ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას.

„მეგობრობის ხიდის“ აგება საბოლოოდ ჯერ სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის, ხოლო შემდეგ პრემიერ-მინისტრ ოვიქ აბრამიანის თბილისში ვიზიტის შემდეგ გადაწყდა.

აღსანიშნავია, რომ სომხეთი ამაზე გაჩერებას არ აპირებს და საქართველოსთან „მეგობრობის ხიდის“ მშენებლობის დასრულების შემდეგ, მსგავს პროექტს ირანთანაც განახორციელებს.

ყველა ახალი ამბავი
0