თბილისური უქმეები: 26-28 აგვისტო

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliკაფე-რესტორანი
კაფე-რესტორანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2016 წლის ზაფხულის ბოლო უქმეები - საწყენია, მაგრამ ფაქტია. თუმცა, შეიძლება თავის დამშვიდება იმით, რომ თბილი შემოდგომა, ნანატრი ცვლილებების, ახალი აღმოჩენებისა და შეგრძნებების დრო დგება. ან თბილისურ უქმეებზე შეიძლება კალათბურთზე წასვლა, კინოს ნახვა ღია ცის ქვეშ, მერლინ მენსონის სიმღერების მოსმენა, ველოსიპედით გასეირნება...

პარასკევი, 26 აგვისტო

თბილისის სპორტის ახალ სასახლეში თბილისის „დინამოსა“ და თელ-ავივის „მაქაბის“ საკალათბურთო კლუბებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართება. ისრაელის კლუბი ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია მსოფლიოში. მის ანგარიშზეა 60 ჩატარებული ეროვნული ჩემპიონატიდან 51 გამარჯვება, 43-ჯერ ისრაელის თასი და კლუბებს შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული ექვსჯერ. თამაში 16:00 საათზე დაიწყება.

შერეული ორთაბრძოლები - Sputnik საქართველო
Fight Nights-ი საქართველოში წესების გარეშე ბრძოლაში ტურნირს გამართავს

„ჩვენ არ ვბლოკავთ მოძრაობას, ჩვენ ვართ მოძრაობა“ - ასეთი დევიზით ყოველი თვის ბოლო პარასკევს მოძრაობა  Critical Mass-ის წარმომადგენლები და არა მხოლოდ, იკრიბებიან ველოსიპედის ძეგლთან, რათა კიდევ ერთხელ შეახსენონ დედაქალაქსა და განსაკუთრებით, ავტომობილის მძღოლებს, რომ მათ გზებზე უსაფრთხო სივრცე სჭირდებათ. თუ თქვენთვის ეს ცარიელი სიტყვები არ არის, მაშინ მორთეთ ველოსიპედები რაც შეიძლება ნათელი, მკვეთრი ფერებით, არ დაივიწყოთ ჩაფხუტი და შეუერთდით ველომოძრაობას! დაწვრილებით იხილეთ აქ.

პერფორმანსზე „რეჩიტატივი ქალაქში“ დასწრება შესაძლებელია თბილისის კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრში. ესაა გულახდილი საუბრების, პირადი განცდებისა და მოგონებების, პოეზიისა და მუსიკის თავისებური  ნაზავი. საღამოზე ტექსტს წაიკითხავენ თავად თეატრის დამფუძნებელი კახა ბაკურაძე, პროზაიკოსი და ჟურნალისტი ანა კორძაია და სხვები. საღამო 21:00 საათზე იწყება.

შაბათი, 27 აგვისტო

მერლინ მენსონზე ქავერებისა და თანამედროვე შვეიცარიელი კომპოზიტორის ადრიან ფონ ციგლერის მუსიკის მოსმენა შაბათს თბილისის ვაკის პარკში შეგიძლიათ. ორიგინალურ მუსიკალურ შოუს აწყობენ ქართული ჯგუფები Killer Manson & Ligeia Allan Poe. საღამო 20:00 საათზე დაიწყება.

პარკ „მზიურში“, ტრადიციულ უფასო კინოჩვენებაზე ღია ცის ქვეშ შესაძლებელია ფრანგი რეჟისორის ჟან-პიერ ჟენეს საკულტო რომანტიკული კომედიის „ამელის“ ნახვა ქართული გახმოვანებით. სეანსი 21:00 საათზე იწყება. დასწრება თავისუფალია!

კვირა, 28 აგვისტო

გენიალური ქართველი პრიმიტივისტის ნიკო ფიროსმანის ნახატების ნახვა, რომლებიც საზოგადოებას დაახლოებით სამი წელია, არ უნახავს, შესაძლებელია დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში. ექსპოზიცია ცნობილი მხატვრის ცხრა ტილოთი შეივსო. წარმოდგენილი ნამუშევრების უდიდესი ნაწილი მე-20 საუკუნის დასაწყისში მხატვარმა ძმებმა ზდანევიჩებმა აღმოაჩინეს და მათ კერძო კოლექციებში ინახებოდა, შემდეგ ისინი გამოისყიდა და საქართველოში ჩამოიტანა ცნობილმა ქართველმა მხატვარმა და საზოგადო მოღვაწემ დიმიტრი შევარდნაძემ.

დიმიტრი შევარდნაძის ეროვნული გალერეის მისამართია — რუსთაველის გამზირი, 11.

ორი დღე მაფიოზისთვის

ამ უქმეებზე, 27 და 28 აგვისტოს, საქართველოს დედაქალაქში დაგეგმილია საქართველოს ღია ჩემპიონატი „Tkemali Tour 2016“-ის თასი. ღონისძიება ჩატარდება ინტელექტუალური თამაშის სპორტული მაფია Tbilissimo-ს ორგანიზებითა და საქართველოს წამყვანი ტურისტული ოპერატორის Tkemali Tour მხარდაჭერით.

მაყურებლები კინოთეატრში - Sputnik საქართველო
კინო თბილისში: 25-28 აგვისტოს კინოაფიშა

ტურნირი იმართება ინტელექტუალური თამაში მაფიის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით, საერთაშორისო რეიტინგის Mafia World Tour ფარგლებში (ტურნირის კატეგორია — 4 ვარსკვლავი).

ჩემპიონატი პირველად საქართველოში 2015 წელს ჩატარდა და მოთამაშეებს თავი მოუყარა სომხეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, საქართველოდან და ყაზახეთიდან. წელს ორგანიზატორები მეტ სტუმარს ელოდებიან და მათ ლამაზ თამაშებს, შესანიშნავ დასვენებასა და ნამდვილ ქართულ სტუმართმოყვარეობას ჰპირდებიან.

ტურნირის რეგლამენტი, მონაწილეობის პირობები და საორგანიზაციო დეტალები იხილეთ აქ.

SPUTNIK-ი სასიამოვნო უქმეებს გისურვებთ!

ყველა ახალი ამბავი
0