თბილისური უქმეები: 5-7 აგვისტო

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliლომის ქანდაკება თბილისში
ლომის ქანდაკება თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეუდარებელი ვანესა მეი, კინო ღია ცის ქვეშ, ფერწერისა და მუსიკის ზღვა - ამ უქმეებზე არ დაივიწყოთ ის ემოციები, რომელთა მონიჭებაც თბილისს შეუძლია!

პარასკევი, 5 აგვისტო

კინო ღია ცის ქვეშ! კინომანებს პარკი „მზიური“ ტრადიციულ ჩვენებაზე 21:00 საათზე ეპატიჟება. ამჯერად ნაჩვენები იქნება ფრანგი რეჟისორის ერიკ რომერის ქართულად გახმოვანებული „ზაფხულის ზღაპარი“. ფილმის სიუჟეტით, მორცხვი მათემატიკოსი გასპარი, საზაფხულო არდადეგებზე თავის გოგონა ლენასთან შეხვედრის მოლოდინში, თავდაპირველად სტუდენტ გოგონა მარგოს ხვდება, რომელიც ეთნოლოგიას სწავლობს და ოფიციანტად მუშაობს. შემდეგ კი წვეულებაზე კიდევ ერთ გოგონას სოლინს გაიცნობს. ამის შემდეგ ახალგაზრდა თავის გრძნობებში ვეღარ გარკვეულა. როგორც იქნა, მასთან დიდი ხნის ნანატრი ლენა ჩამოდის. კინოსეანსზე დასწრება უფასოა.

კინოთეატრი - Sputnik საქართველო
კინო თბილისში: რა ვნახოთ 4-7 აგვისტოს

საქართველოს დამსახურებული მხატვრისა და მოქანდაკის გიორგი ჩალაძის საიუბილეო გამოფენა შალვა ამირანაშვილის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმში იმართება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ოსტატის ყველაზე შთამბეჭდავი სურათები და ქანდაკებები, რომლებიც მან 1960 წლიდან დღემდე შექმნა. გამოფენა 14 აგვისტომდე გასტანს და ის ჩალაძის 85 წლის იუბილეს ეძღვნება.

პარასკევ საღამოს „კეშა და სალომე კუხიანიძე“ Cross Rider Bar-ში გეპატიჟებათ. ვოკალი და გიტარა Vodka vtraiom-ის სოლისტი და ვიოლინო — სალომე კუხიანიძე, ასევე, გარანტირებულია შესანიშნავი განწყობა! საღამო 21:00 საათზე დაიწყება.

შაბათი, 6 აგვისტო

ქართველი ფერმწერის ლადო გუდიაშვილის არაჩვეულებრივი ნახატების ხილვა მისივე სახელობის მუზეუმშია შესაძლებელი. აქ წარმოდგენილია მხატვრის მიერ 1950-იან წლებში შექმნილი ტილოები. დარბაზი ყოველდღე (გარდა ორშაბათისა და ოფიციალური დასვენების დღეებისა) 11:00-დან 18:30 საათამდე მუშაობს. გამოფენა ლადო გუდიაშვილის დაბადებიდან 120 წლისთავს ეძღვნება.

სანატორიუმი ლიკანი ბორჯომში - Sputnik საქართველო
სად დავისვენოთ იაფად, ანუ კამბოჯა ორ დოლარად, ყაზბეგი 200 -დოლარად

თანამედროვე ქართველი მხატვრის თემო ჯავახის რეტროსპექტიული გამოფენა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაშია გახსნილი. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ასზე მეტი ფერწერული და გრაფიკული სურათი, ინსტალაცია, ვიდეო-არტი, მხატვრული ობიექტი და ფოტო. თავის შემოქმედებაში მხატვარი იყენებს ნიშნებს, ასოებს, ციფრებს, კონტექსტუალურ კავშირებს, კარტოგრაფიულ სილუეტებსა და სხვა სიმბოლოებს, რომლებიც განსაკუთრებულ სიღრმისეულ აზრებს გადმოგვცემს. ავტორის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, პომპიდუს ცენტრში საფრანგეთში, მარატ გელმანის მოსკოვის გალერეის კოლექციაში და საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების კერძო კოლექციებში. გამოფენა 25 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

ცნობილი ბრიტანელი მევიოლინე ვანესა მეი კონცერტს ურეკში Black Sea Arena-ს სცენაზე გამართავს. მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსის კონცერტზე დასასწრებად თბილისიდან სპეციალური მატარებელი დაინიშნა. კონცერტი 20:00 საათზე დაიწყება. დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ აქ. არ გამოტოვოთ!

კვირა, 7 აგვისტო

თბილისური გალერეა „ვანდა“ ჯგუფურ გამოფენა Summer Heat-ზე გიწვევთ. აქ შეგიძლიათ დაათვალიეროთ ინდივიდუალურ სტილში შესრულებული 30 ფერწერული ტილო. ექსპოზიციაში წარმოდგენილია თანამედროვე ქართველი მხატვრები: ანდრია დოლიძე, გოგი ჩაგელიშვილი, გია გუგუშვილი, ვახო ბუღაძე, ზურაბ გიკაშვილი, ლეილა შელია, ლეი გრიგოლია, ლევან მინდიაშვილი, ლევან ჭიჭინაძე, ტატო ახალკაციშვილი, კახი ერაძე. გამოფენა 12 აგვისტომდე გასტანს.

ქართული ალტერნატიული ჯგუფების მუსიკის მოსმენა შესაძლებელია Club Ubderwheel-ში. კლუბის სცენაზე გამოვლენ ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz, Backwarmer და Kung Fu Junkie. პრეფართში დაუკრავენ Black Dub Odyssey, Luna 999, Misho Urushadze, Eko & Vinda Folio. დასწრება თავისუფალია!

SPUTNIK-ი სასიამოვნო უქმეებს გისურვებთ!

ყველა ახალი ამბავი
0