რომის პაპი საქართველოში ვიზიტისას მიღებულ შთაბეჭდილებებზე საუბრობს

© REUTERS / Alessandro Bianchiრომის პაპი ფრანცისკი და საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე პონტიფიკოსის თბილისში ვიზიტისას
რომის პაპი ფრანცისკი და საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე პონტიფიკოსის თბილისში ვიზიტისას - Sputnik საქართველო
გამოწერა
რომის პაპმა ვატიკანში ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის წარმომადგენლები მიიღო, რომლებმაც პონტიფიკოსს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადეს.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. რომის პაპმა ფრანცისკმა განაცხადა, რომ გაუხარდა საქართველოს კულტურისა და უფლის მადიდებელი ხალხის დანახვა, იუწყება Vatican Radio.

რომის პაპი თბილისში - Sputnik საქართველო
რომის პაპი თბილისში: მესა ქართული აქცენტით

რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაური საქართველოს სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით 30 სექტემბერს ეწვია. იგი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა, შემდეგ კი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მესა ჩაატარა.  

„არასდროს მეგონა, რომ საქართველოში ვიპოვიდი იმას, რაც ვნახე: კულტურა, სულიერება, იესო ქრისტეს მადიდებელი ადამიანები, რადგან ეს ქრისტიანი მოსახლეობაა. ეს ჩემთვის დიდი სიხარული იყო“, — განაცხადა რომის პაპმა.

„მივხვდი, რომ იქ უფლის ადამიანია“, — თქვა პონტიფიკოსმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შესახებ.

რომის პაპმა ეს შთაბეჭდილებები ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს გაუზიარა, რომლებიც ვატიკანში სპეციალურად პონტიფიკოსისთვის საქართველოში ვიზიტისთვის მადლობის მოსახსენებლად ჩავიდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0