28 ნოემბერს მართლმადიდებელთათვის შობის მარხვა დაიწყო

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსანთლები
სანთლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
წმინდა მამათა, მსოფლიო კრებების გადაწყვეტილებით, წლის განმავლობაში ოთხი ძირითადი მარხვაა: აღდგომის, პეტრე-პავლობის, მარიამობის და შობის. წლის უკანასკნელი მრავალდღიანი მარხვა სწორედ შობის მარხვაა.

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. შობის მარხვა ქრისტეშობის დღესასწაულისთვის მომზადების პერიოდია. ის დაწესებულია იმისთვის, რათა თითოეული ადამიანი სინანულით, ლოცვით და მარხვით განიწმინდოს და შობის დღესასწაულზე მოწიწებით მიეახლოს ძე ღვთისას.

ეკლესიის ისტორიაში შობის მარხვის შესახებ ცნობები მეოთხე საუკუნიდან მოიპოვება, მაგრამ, როგორც ჩანს, მისი დაწყებისა და დასრულების თარიღი მკაცრად განსაზღვრული არ იყო. ორმოცდღიანი მარხვა 1166 წლს პატრიარქ ლუკას მოსაყდრეობის პერიოდში მოწვეულ კონსტანტინეპოლის ადგილობრივ საეკლესიო კრებაზე დადგინდა. მარხვის დასაწყისში მოძღვრები თავიანთ სულიერ შვილებს ლოცვის გაძლიერებისკენ, ზიარებისკენ, თავმდაბლობისკენ და მოთმინებისკენ მოუწოდებენ.

ეს მარხვა 25 დეკემბრამდე ოთხშაბათისა და პარასკევი დღის გარდა თევზით ხსნილია. შობის მარხვა 7 იანვრამდე გასტანს.

ყველა ახალი ამბავი
0