დღეს საქართველოში მთავარანგელოზობას აღნიშნავენ

© photo: Sputnik / Stringerსამების ტაძარი
სამების ტაძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
21 ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს. დღევანდელ დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევლინება.

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში დღეს რელიგიური დღესასწაულია — მთავარანგელოზობა.

მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვა უხორცოთა ზეცისა ძალთა კრების დღესასწაულის აღნიშვნა გადაწყდა ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე, რომელიც IV საუკუნის დასაწყისში, ნიკეის I მსოფლიო კრებამდე რამდენიმე წლით ადრე გაიმართა.

ლაოდიკიის კრებამ დაგმო და უარყო ანგელოზებისადმი ღვთაებრივი პატივის მიგება და დაამტკიცა მათი მართლმადიდებლური თაყვანისცემა. დღესასწაული აღინიშნება მარტიდან (საიდანაც ძველად წელიწადის ათვლას იწყებდნენ) მეცხრე თვეს — ნოემბერში, რაც ანგელოზთა ცხრა დასს შეესაბამება. 

ნიკორწმინდა - Sputnik საქართველო
რაჭაში ნიკორწმინდის ათასი წლის იუბილეს აღნიშნავენ

საქართველოში მთავარანგელოზთა სახელობის მრავალი ტაძარი არსებობს, მათ შორის არის ქუთაისის მწვანეყვავილას, მენჯის, ალგეთის, ჯუმათის (ოზურგეთის რაიონის), დიმის (ბაღდათის რაიონი), ერკეთის (ჩოხატაურის რაიონი), გრემის, შუამთის (თეკლესეული), ქვედა საზანოს (ზესტაფონის რაიონი), სართიჭალის, ონის, მარტყოფის, გლდანის და ა.შ.

მთავარანგელოზობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში დღეს სადღესასწაულო წირვა აღევლინება. 
ყველა ახალი ამბავი
0