რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მუსლიმებს ყურბან-ბაირამს ულოცავს

© photo: Sputnik / Denis Aslanovთბილისის მეჩეთი
თბილისის მეჩეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყურბან-ბაირამი ჰაჯის - მუსლიმთა მექაში ყოველწლიური პილიგრიმობის დასასრულია. დღესასწაულს მექის მახლობლად მინას ველზე სამი დღის მანძილზე აღინიშნება.

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ყველა მუსლიმს ყურბან–ბაირამს  ულოცავს და წარმატებებს, სიკეთესა და სულის სიმშვიდეს უსურვებს მათ, აღნიშნულია სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

ყურბან–ბაირამი მარხვის თვის რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება და აბრაამის მსხვერპლშეწირვის ლეგენდას უკავშირდება. ამ დღეს მსხვერპლშეწირვისთვის ერთი ან რამდენიმე მუსლიმი ოჯახი იკრიბება და პირუტყვს კლავს, შემდეგ კი საქონლისა თუ ცხვრის ხორცს თანაბრად ანაწილებს ახლობლებსა და სოციალურად დაუცველ მოსახლეობაში. მუსლიმები ყურბან ბაირამს სამი დღის განმავლობაში აღნიშნავენ. მიმდინარე წელს იგი 12 სექტემბერს იწყება.

თბილისის მეჩეთი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერმა მუსლიმებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა

„12-15 სექტემბერს, მუსლიმებისთვის უდიდესი დღესასწაული, ყურბან-ბაირამი- მსხვერპლშეწირვის დღესასწაული აღინიშნება. იგი ღვთისადმი ერთგულების იდეას ეფუძნება და მისი მთავარი არსი ქველმოქმედებასა და გაჭირვებული ხალხის დახმარებაშია“, — აღნიშნულია განცხადებაში.

„საქსტატის“ გამოკითხვის თანახმად, ამჟამად საქართველოში 398677 მუსლიმი ცხოვრობს.

საქართველოში ფუნქციონირებს 250-ზე მეტი მეჩეთი, აქედან 100-ზე მეტი მუსლიმურ თემს საკუთრებაში უკვე გადაეცა. გრძელდება მუშაობა დანარჩენი მეჩეთების გადაცემასთან დაკავშირებით.

ყველა ახალი ამბავი
0