ილია მეორე: ადამიანმა უნდა დაინახოს სხვა ადამიანის გაჭირვება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliილია მეორე
ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადამიანმა უნდა დაინახოს სხვა ადამიანის გაჭირვება და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ მას ცხოვრება შეუმსუბუქოს, განაცხადა პატრიარქმა ქადაგებისას.

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას მრევლს გაჭირვებულების დახმარებისა და სხვისი უბედურების გაზიარებისკენ მოუწოდა.

ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას მრევლს მოუწოდა, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ დაეხმარონ გაჭირვებულ ადამიანებს.

„ჩვენ ვცხოვრობთ მეტად რთულ დროს, როცა არიან მდიდრებიც, გლახაკებიც, გაჭირვებულებიც. ადამიანმა უნდა დაინახოს სხვა ადამიანის გაჭირვება, უნდა ჰქონდეს სულიერი ხედვა, შეიძლება ადამიანი მათხოვარი არ იყოს, მაგრამ ჩვენ უნდა ვხედავდეთ გაჭირვებას და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ცხოვრება გავუადვილოთ. აი, ამას ქადაგებს დღევანდელი სახარება", — ბრძანა ილია მეორემ.

პატრიარქმა გაიხსენა ნაწყვეტი სახარებიდან, როდესაც მდიდარი ახალგაზრდა იესო ქრისტესთან მივიდა და ჰკითხა მას, რა შეიძლებოდა გაეკეთებინა იმისთვის, რომ ცათა სასუფეველში დაემკვიდრებინა ადგილი.

უფალმა უთხრა მას, ჰყვარებოდა ადამიანები, პატივი ეცა მშობლებისთვის. ყმაწვილმა უპასუხა, რომ ამას ისედაც ასრულებდა. მაშინ იესომ უთხრა, თუ სრულყოფა სურდა, გაეყიდა თავისი ქონება და დაერიგებინა გლახაკთათვის. მან ამის გაკეთება, თავის ქონებასთან განშორება ვერ შეძლო.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს იოანე ნათლისმცემლის მოწამეობრივი აღსრულების დღე მიულოცა, რომელიც 11 სექტემბერს აღინიშნება.

ყველა ახალი ამბავი
0