კალანდაძე: სებ-მა ლარის ვარდნა სავალუტო ინტერვენციით უნდა შეაჩეროს

© FB/LEVAN KALANDADZEლევან კალანდაძე
ლევან კალანდაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნულმა ბანკმა ლარის დევალვაციის შესაჩერებლად გადამჭრელი ზომები უნდა მიიღოს , მიაჩნია ეკონომისტ ლევან კალანდაძეს.
კალანდაძე: სებ-მა ლარის ვარდნა სავალუტო ინტერვენციით უნდა შეაჩეროს

„ფაქტია, რომ ბაზარზე აჟიოტაჟური ქცევის ნიშნები შეინიშნება, საზოგადოება არის გაურკვევლობაში, რაც ინფორმაციისა და კომუნიკაციის დეფიციტით არის გამოწვეული. ეს რომ სერიოზულ პანიკაში არ გადაიზარდოს, აუცილებელია, ეროვნულმა ბანკმა გადამჭრელი ზომები მიიღოს, პირდაპირ ჩაერიოს ბაზარში და დღესაც და ხვალაც სავალუტო ინტერვენციები განახორციელოს და ამით ბაზარზე გარკვეული სტაბილური სიტუაცია დამყარდეს“, – აცხადებს ლევან კალანდაძე.

დღეს ვალუტის გაცვლითმა კურსმა 2,5871 GEL/$1 შეადგინა. ეროვნული ბანკის განცხადების თანახმად, სავალუტო ბაზარზე გაცვლითი კურსის მკვეთრი ცვლილება არ არის გამოწვეული ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებით. გასული თვის მანძილზე გაუფასურების ძირითადი გამომწვევი მიზეზი იყო დოლარის მკვეთრი გამყარება მსოფლიო ვალუტების მიმართ — დოლარის ინდექსმა 2003 წლის მერე ყველაზე მაღალ მნიშვნელობას მიაღწია.

ყველა ახალი ამბავი
0