01:48 07 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
პაატა ბაირახტარი
FB/პაატა ბაირახტარი

ბაირახტარი: საწვავის გაძვირებამ, შესაძლოა, სხვა პროდუქტებიც გააძვიროს

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
21 0 0

ნავთობპროდუქტების სააქციზო განაკვეთის ზრდის საკითხს უფრო ფაქიზი მიდგომა სჭირდებოდა, მიაჩნია არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოსს პაატა ბაირახტარს.


„ნავთობპროდუქტების სააქციზო განაკვეთის ზრდა, ჩემი აზრით, საკმაოდ გაუაზრებელი ქმედება იყო, რომელიც შეიძლება როგორც პროდუქტების, ასევე ტრანსპორტის ფასზე აისახოს“, — ამბობს პაატა ბაირახტარი.
საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, ახალი წლიდან ნავთობპროდუქტების სააქციზო განაკვეთის გაზრდა ერთი ლიტრი საწვავის ფასის საშუალოდ 0,20–0,25 ლარით გაზრდას გამოიწვევს. წინასწარი მონაცემებით, 1 ტონა ბენზინზე სააქციზო განაკვეთი 250 ლარიდან 500 ლარამდე გიზრდება, 1 ტონა დიზელზე – 150–დან 400 ლარამდე.

მთავარი თემები