01:50 07 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
ფულის მოხსნა ბანკმატიდან
© Sputnik/

დონდუა: ონლაინ-სესხების გამცემი ორგანიზაციები მოსახლეობას ვერ დააყაჩაღებენ

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
40 0 0

ონლაინ-სესხების გაცემა ნორმირებული საპროცენტო განაკვეთით მოხდება, განმარტა ეკონომისტმა მიხეილ დონდუამ.

„ორგანიზაცია, რომელიც არ არის მიკროსაფინანსო, მაგრამ ეწევა ასეთ საქმიანობას, თუნდაც ონლაინ რეჟიმში, რეგულაციების ქვეშ მოექცევა და მას ნორმირებული საპროცენტო განაკვეთი დაუწესდება“, — ამბობს ეკონომისტი მიხეილ დონდუა.

საქართველოს მთავრობა ონლაინ-კრედიტების გაცემის აკრძალვას აპირებს. ონლაინ-კომპანიების კლიენტები მოკლევადიან სესხებს ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე იღებენ და სესხი სულ რაღაც 10-15 წუთში უმტკიცდებათ. ერთადერთი მოთხოვნა მოქალაქის ასაკია — ის 20 წელს ზევით უნდა იყოს.

მთავარი თემები