01:52 07 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
გია ხუხაშვილი
© FB / Gia Khukhashvili

აზერბაიჯანმა რომ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის აქციები იყიდოს...

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
76 0 0

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) მიერ "ნავთობისა და გაზის კორპორაციის" აქციების შეძენა საქართველოსთვის საფრთხის შემცველი არ იქნება, განაცხადა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა.

„აქციების 25% საკონტროლო პაკეტი არ არის და ვინც არ უნდა იყიდოს, თავისთავად ჩვენი ქვეყნისთვის ეს სერიოზული საფრთხის შემცველი არ იქნება.  აზერბაიჯანი კი იმით განსხვავდება სხვა ინვესტორებისგან, რომ მასთან ჩვენ ერთობლივი გეოპოლიტიკური სტრატეგია გვაკავშირებს“, — განაცხადა ხუხაშვილმა.

აზერბაიჯანული სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR) მზად არის განიხილოს ქართული "ნავთობისა და გაზის კორპორაციის" აქციების შეძენის საკითხი, თუ გაყიდვის შესახებ ოფიციალურად გამოცხადდება.

მთავარი თემები