ირაკლი ღლონტი: „ვთხოვოთ პატრიარქს გააკეთოს განმარტება ID ბარათთან დაკავშირებით“

© ი. ღლონტიირაკლი ღლონტი - იურისტი
ირაკლი ღლონტი - იურისტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დემოკრატიულ სახელმწიფოში მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ უფლება თავად გადაწყვიტონ ისარგებლონ თუ არა ID –ბარათით, მიაჩნია იურისტ ირაკლი ღლონტს.
ირაკლი ღლონტი „ვთხოვოთ პატრიარქს გააკეთოს განმარტება ID ბარათთან დაკავშირებით“

„პირადად ჩემთვის ID ბარათი მეტი სერვისი  და მეტი კომფორტია, მაგრამ თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ დემოკრატიულ საწყისებზე ვაშენებთ ჩვენს ურთიერთობებს საზოგადოებასთან, მაშინ ძალიან მარტივად შეგვიძლია ამ პრობლემის გადაჭრა. ხელისუფლებამ უნდა სთხოვოს პატრიარქს, ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტების გაკეთება და თუ უწმინდესი და უნეტარესი თავს შეიკავებს, მაშინ მივცეთ ადამიანებს  საშუალება თვითონ გადაწყვიტონ უნდათ ID ბარათით  მეტი სერვისის მიღება თუ  ქაღალდის ძველი  პირადობის მოწმობა ურჩევნიათ", — განაცხადა ირაკლი ღლონტმა.

პირადობის ახალი მოწმობა, ე.წ. ID- ბარათი, საქართველოს მოქალაქის დოკუმენტია და პირის ვინაობას ადასტურებს. პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით რადგან ძალიან დიდ ვნებათაღელვას იწვევს საზოგადოების ნაწილში ID ბარათების თემა, მოქალაქეებს მისი ალტერნატიული  დოკუმენტების მიღების საშუალება უნდა ჰქონდეს.

ყველა ახალი ამბავი
0