ზივზივაძე: მთავრობის პროგრამა მოსალოდნელ შედეგს ვერ მოიტანს

© Photo: courtesy of Tariel Zivzivadzeტარიელ ზივზივაძე
ტარიელ ზივზივაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობას აქვს რაღაც შედეგზე გათვლილი თავისი გეგმა, მაგრამ ფუნდამენტურ ძვრას ის საქართველოს ეკონომიკაში ვერ მოახდენს, რადგან საკ,არისი არაა, მიაჩნია მოძრაობა მოძრაობა KAR.GE-ს დამფუძნებელს ტარიელ ზივზივაძეს.
ზივზივაძე: მთავრობის პროგრამა მოსალოდნელ შედეგს ვერ მოიტანს

„ყველა გეგმას, განსაკუთრებით კი საკონსტიტუციო უმრავლესობით არჩეული ხელისუფლების გეგმას ეკონომიკის ნაწილში უნდა ჰქონდეს კონკრეტული, გაზომვადი, მიღწევადი, რეალისტური და დროში შემოსაზღვრული მიზნები. ამ ხუთი ღირსებით შემკულ ვერც ერთ მიზანს ვერ ვხედავ მე შემოთავაზებული პროგრამის ეკონომიკის, ბიზნესის ან ეკონომიკური რეფორმების ნაწილში", — განაცხადა ზივზივაძემ.

საქართველოს პრემიერ–მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში მომავალი მთავრობის ოთხწლიანი სამოქმედო პროგრამა წარადგინა სახელწოდებით „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“. სამთავრობო პროგრამა მინისტრთა კაბინეტის საქმიანობის ყველა სფეროს მოიცავს და მიმართულია ბიზნესის, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროს განვითარებაზე, სოციალური პრობლემების გადაჭრასა და უსაფრთხოების საკითხებზე.

საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა შაბათს გამოუცხადეს.

ყველა ახალი ამბავი
0