ნიკა ჩიტაძე: სამხედრო ნაწილში იარაღის გარდა რა უნდა გინდოდეს?

© photo: courtesy of Nika Chitadzeექსპერტი ნიკა ჩიტაძე
ექსპერტი ნიკა ჩიტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კრწანისის სამხედრო ცენტრზე თავდასხმას შემაშფოთებელს უწოდებს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე.
ნიკა ჩიტაძე: სამხედრო ნაწილში, იარაღის გარდა, რა უნდა გინდოდეს?

„სამხედრო ნაწილში რომ ადამიანი შეიჭრება, იმას იარაღის გარდა რა უნდა უნდოდეს?! აქედან გამომდინარე, მგონია, რომ გუშაგს სხვა გზა არ ჰქონდა“, — განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

კვირას, დაახლოებით დილის 03:30 საათზე „კრწანისის“ გუშაგმა ცენტრზე სამი უცხო პირის თავდასხმა აღკვეთა. მას შემდეგ, რაც მის სიტყვიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, გუშაგმა ცეცხლი გახსნა და ერთ-ერთი თავდამსხმელი მოკლა, ორმა კი გაქცევა მოახერხა. მოკლული გიგა შენგელიას ცხედარი პროზექტურიდან ზუგდიდში უკვე გადაასვენეს.

ყველა ახალი ამბავი
0