კვარაცხელია: საქმიანი ტურიზმი სამომავლო პერსპექტივაა

ნიკო კვარაცხელია
ნიკო კვარაცხელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ტურისტული ინფრასტრუქტურა კრიტიკას ვერ უძლებს, მიაჩნია ტურიზმის ექპერტ ნიკო კვარაცხელიას.
კვარაცხელია: საქმიანი ტურიზმი სამომავლო პერსპექტივაა

„საქართველოში ტურიზმის განვითარების  პირველი კონცეფცია გერმანელებმა 2003 წელს  დაწერეს, რომელშიც შავით თეთრზე წერია, რომ  ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვანი მიმართულება უნდა იყოს საკონგრესო ტურიზმი, ასე უწოდებენ საქმიან ტურიზმს ევროპაში, თუმცა თბილისი და საქართველო ჯერ-ჯერობით ამისათვის მზად არ არის“, — განაცხადა კვარაცხელიამ.

 

ტურიზმის ახალი სახეობა „MICE-ტურიზმი“ ერთ-ერთი ტურისტული მიმართულებაა, რომელიც ორიენტირებულია მსხვილ ორგანიზებულ კორპორატიულ და პროფესიულ ტურებზე. „MICE-ტურიზმი“, ძირითადად, კარგად დაგეგმილ და წინასწარ დეტალურად გაწერილ ღონისძიებას წარმოადგენს რაიმე თემის გარშემო, როგორიცაა ჰობი, პროფესია ან საგანმანათლებლო თემა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილის განცხადებით, ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს, გახდეს საქმიანი ტურიზმის ცენტრი. 

 

ყველა ახალი ამბავი
0