სანდრო ბრეგაძე: ეს არჩევნები კარგად დადგმული სპექტაკლია

© Photo: Courtesy of T. Chochuaსანდრო ბრეგაძე
სანდრო ბრეგაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული იდეის” წევრი სანდრო ბრეგაძე მიიჩნევს, რომ 8 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე გავლენა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის სავარაუდო შესაძლებლობამ იქონია.

 

სანდრო ბრეგაძე: ეს არჩევნები კარგად დადგმული სპექტაკლია

„აპოკალიპტურმა თითქოსდა სააკაშვილის დაბრუნებამ და „ნაციონალური მოძრაობის“ ვითომდაც რევოლუციამ უზრუნველყო ის, რომ, ერთი მხრივ, მოხდა ნაციონალური მოძრაობის მომხრეების მობილიზაცია, ხოლო მეორე მხრივ, იმ მოსახლეობამ, რომელსაც სააკაშვილი არ უყვარს, ხმა მისცა ქართულ ოცნებას", — განაცხადა ბრეგაძემ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული იდეა“ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 0,17% მოიპოვა და, შესაბამისად, პარლამენტს მიღმა დარჩა.

ყველა ახალი ამბავი
0