რომელი პარტია საუბრობს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე?

© Photo: courtesy of Tariel Zivzivadzeტარიელ ზივზივაძე
ტარიელ ზივზივაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმაზე, თუ როგორ უნდა მიაღწიოს ქვეყანამ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტიის პროგრამაში წერია, - განუცხადა Sputniks-ს მოძრაობა KAR.GE-ს ხელმძღვანელმა ტარიელ ზივზივაძემ.
რომელი პარტია საუბრობს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე?

„რეალურად გვაინტერესებს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში და პარტია, რომელიც აპირებს ოთხი წელი პარლამენტში იმუშაოს, ვალდებულია ჰქონდეს ხედვა, პროგრამა,  შეიძლება, არა იდეალური, მაგრამ უნდა ჰქონდეს. ამიტომ, სწორედ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობის თვალსაზრისით შევაფასეთ ჩვენ 7 პოლიტიკური სუბიექტის ეკონომიკური პროგრამა. სხვა დანარჩენს ის, რასაც ეკონომიკური პროგრამა ჰქვია, არა აქვს“, — განაცხადა ტარიელ ზივზივაძემ.

„პოლიტიკური სუბიექტებიდან ეკონომიკური პროგრამა აქვს „გირჩს“, „ნაციონალურ მოძრაობას“, „თავისუფალ დემოკრატებს“, „პაატა ბურჭულაძე — სახელმწიფო ხალხისთვის“, ეროვნულ ფორუმს, რესპუბლიკელებს და „ქართულ ოცნებას“. აქედან რეალურად ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობა არის მხოლოდ ერთში — პაატა ბურჭულაძის გაერთიანებაში. მათ მიზნებში ჩაწერილია 10 % ეკონომიკურ ზრდაზე გასვლა და თავიანთ პროგრამაში აქვთ ის ელემენტები, რაც გვაფიქრებინებს, რომ  ნამდვილად არის შესაძლებელი, გაკეთდეს ის, რასაც ამბობენ“, —აღნიშნა ტარიელ ზივზივაძემ.

მისი თქმით, ქვეყნის კეთილდღეობისთვის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არის აუციელებელი და პარტია, რომელიც აპირებს 4 წელი პარლამენტში იმუშაოს,  ვალდებულია, ჰქონდეს ხედვა, პროგრამა, რომელიც სწორედ ასეთი მასშტაბის ზრდაზე იქნება გათვლილი.

ყველა ახალი ამბავი
0