ვაჟა ბერიძე: ქართული ღვინის წარმოებით რუსული ბიზნესიც ინტერესდება

© FB/Vazha Beridzeვაჟა ბერიძე
ვაჟა ბერიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის ბაზარზე ქართულ ღვინოს უფრო კარგად ღებულობენ, ვიდრე ევროპაში, - მიაჩნია ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში ვაჟა ბერიძეს.
ვაჟა ბერიძე: “ქართული ღვინის წარმოებით რუსული ბიზნესიც ინტერესდება“

„მიუხედავად იმისა, რომ რუსული ბაზარი არასტაბილურია  და იქ პოლიტიკური კონიუნქტურის მსხვერპლიც შეიძლება გახდე გარკვეულ ეტაპზე, მაინც ქართული პროდუქტის მიმართ მეტი მიმღებლობაა.  გარდა ამისა, ანგარიშგასაწევი ფაქტორია ისიც, რომ ძალიან ბევრი რუსული კომპანია ქმნის ღვინოს საქართველოში, ბევრი მსხვილი კაპიტალი შემოვიდა და  რუსული კომპანიების საკმაო რაოდენობაა მისი შემტანი რუსეთში.  სავარაუდოდ, რუსეთის მთავრობა ამასაც ანგარიშს უწევს“, — განაცხადა ბერიძემ “Sputnik” — თან  საუბრისას.

მისივე თქმით, ევროპელები უპირატესობას უფრო  ფრანგულ და იტალიურ ღვინოებს ანიჭებენ და  ამიტომ ევროპაში ქართული ღვინის შესატანად ძალიან ძვირადღირებული სარეკლამო კამპანიის ჩატარებაა საჭირო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, რუსეთი კვლავაც ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას ქართული ღვინის იმპორტიორებს შორის — იანვარ-აგვისტოს პერიოდში საქართველომ იქ, დაახლოებით, 14,7 მლნ ბოთლი ღვინო შეიტანა, რაც 45%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ყველა ახალი ამბავი
0