,,წელიწადში ერთხელ, 15 ივლისს საქართველოს უძველესი სამოციქულო ეკლესიის ეპისკოპატი და სამღვდელოება მუზეუმიდან გამოაბრძანებენ სიწმინდეებს და მათ დააბრძანებენ ტაძარში, სადაც წმინდა ლიტურგია აღესრულება. მისი დასრულებისთანავე მორწმუნე მრევლს მთელი დღის განმავლობაში საშუალება ეძლევათ საწმინდეებს მიეახლონ და თაყვანი სცენ ",- ბრძანებს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის პრეს-ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელი დიმიტრი ვეკუა. მასალა ზუგდიდიდან ჟურნალისტმა სოფო კაკაჩიამ მოგვაწოდა.
ლაქერნობა- რელიგიური დღესასწაული ზუგდიდში