,საქართველოს ხელისუფლება ზედმეტ ყურადღებას უთმობს იმას, თუ რას იტყვის და იფიქრებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ამასთან ხელისუფლება არ ღალატობს ნატოში გაწევრიანების რიტორიკას. მოლაპარაკებათა დასაწყებად რესურსი უნდა მოინახოს, არსებულ რეალობაში რუსეთთან დიალოგს ალტერნატივა არა აქვს", — აცხადებს გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი. ჟურნალისტ სულხან მელაძის გადაცემაში,,რატომ?“ იგი პასუხს იძლევა კითხვებზე: არ არის ხელისუფლებაში მოლაპარაკებებისთვის მზაობა? ვინ და რატომ ამჯობინებს დუმილს? რა არის საზოგადოების დაკვეთა? დუმილის საფასური და დიალოგის პერსპექტივა?
მეტყველი დუმილის საფასური და პერსპექტივა