,,ქართული ემიგრაცია ძირითადად გახარებულია, იმიტომ, რომ საბერძნეთში ევროვნულ ვალუტად ისევ ევრო დარჩა, რომელიც ლართან მიმართებაში ბევრად მაღალი მსყიდველობითი უნარით გამოირჩევა, ვიდრე ევროზონის დატოვების შემთხვევაში საბერძნეთის ეროვნული ვალუტა დრაჰმა იქნებოდა. თუმცა იმის საშიშროებაცაა, რომ მათი ხელფასები, ვინც პენსიონერებთან არიან დასაქმებული დაიკლებს. თუკი ქართველი ემიგრანტები საბერძნეთს დატოვებდნენ,- ისინი საქართველოში კი არა, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გაემგზავრებიან“,- ამბობს,,საბერძნეთში ქართველ ემიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი ავთანდილ გიუნაშვილი. ჟურნალისტი ნინო ცხოიძე მას საბერძნეთში დაუკავშირდა.
ქართველების ახალი მოლოდინი საბერძნეთში