სერგეი მარკედონოვის პრესკოფერენცია: რუსეთის უსაფრთხოების პოლიტიკა კავკასიაში

© photo: Sputnik"რია–ნოვოსტის" პრეს–ცენტრი
რია–ნოვოსტის პრეს–ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საზღვარგარეთის რეგიონთმცოდნეობისა და საგარეო პოლიტიკის კათედრის დოცენტის, საერთაშორისო საკითხებში რუსეთის საბჭოს მრჩევლის, ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატ სერგეი მარკედონოვის პრესკონფერენცია რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში სამშაბათს, 20 ოქტომბერს, 10:30 საათზე გაიმართება.

პრესკონფერენციის თემაა „რუსეთის უსაფრთხოების პოლიტიკა კავკასიის რეგიონში: ისტორიული განზომილება და აქტუალური ვითარების ანალიზი, განვითარების სავარაუდო სცენარები“.  ლექციას ამ თემაზე სერგეი მარკედონოვი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში წაიკითხავს. ღონისძიების ორგანიზატორია ქართულ-რუსული საზოგადოებივი ცენტრი.

პრესკონფერენციის მონაწილენი:

— რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საზღვარგარეთის რეგიონთმცოდნეობისა და საგარეო პოლიტიკის კათედრის დოცენტი, საერთაშორისო საკითხებში რუსეთის საბჭოს მრჩეველი, პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის ეროვნებათაშორისი პრობლემების განყოფილების გამგე, ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი სერგეი მარკედონოვი; 

– რეგიონული უსაფრთხოების კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრ რუსეცკი.

რუსული საინფორმაციო სააგენტო“რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრი: რუსთაველის გამზირი, 2, გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის შენობა, მე-8 სართული, ოთახი 808.

ტელეფონები:  224 46 77;  555 90 89 77.


ყველა ახალი ამბავი
0