სამხედრო კონფლიქტები ევროპაში ლტოლვილთა ნაკადის ზრდის მიზეზი ხდება

© photo: Sputnik / Konstantin Chalabov / გადასვლა მედიაბანკშირადიო სპუტნიკი
რადიო სპუტნიკი - Sputnik საქართველო
გამოწერა

თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik (პრესსამსახური). პროექტ "სპუტნიკ. ფაქტის" ფარგლებში, სააგენტო "სპუტნიკი" ევროპის ქვეყნებში ლტოლვილთა მიგრაციის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს. ევროსაბჭოს მონაცემების თანახმად, ლტოლვილთა ყველაზე დიდი ნაკადი მიემართება (73 310 კაცი), კოსოვოდან (58 929 კაცი) და ავღანეთიდან (39 910 კაცი) სწორედ ამ ქვეყნებში ჩატარდა აშშ-სა და მისი მოკავშირეების სხვადასხვა სამხედრო ოპერაციები. 

ვროსაბჭოს მონაცემები იმაზე მეტყველებს, რომ ლტოლვილთა ნაკადი ევროპაში 2008  წლის შემდეგ თითქმის სამჯერ გაიზარდა. მიგრანტთა მიღების მხრივ ლიდერობენ უნგრეთი, შვედეთი და ავსტრია – შესაბამისად 9 929, 5 052 და 3 328 კაცი ყოველ 1 მილიონ ადგილობრივ მცხოვრებზე. აღსანიშნავია, რომ ლტოლვილთა 72% მამაკაცია და 28% ქალი. ლტოლვილთა თითქმის ნახევარი (49%) 14-დან 34 წლამდე მამაკაცია. ამავე ასაკის ქალთა რაოდენობა მხოლოდ 12%-ია.

ცნობა პროექტზე «Sputnik.Факты»: საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიო  Sputnik-ისპროექტი, რომლის ფარგლებში, ქვეყნებისა და ორგანიზაციების (გაერო, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სხვა.) სტატისტიკაზე დაყრდნობით,  ქვეყნდება მონაცემები აქტუალურ პოლიტიკურ და სოციალურ თემებზე, ასევე მსხვილი კვლევითი ცენტრების  პროგნოზები. 

Sputnik (sputniknews.com) — ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. Sputnik მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ დანართებს და გვერდებს სოციალურ ქსელებში.

ყველა ახალი ამბავი
0