22:08 08 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
რია ნოვოსტის თბილისის პრეს-ცენტრი

ბრიფინგი: საქართველოსა და რუსეთში აშშ დოლარის კურსის უპრეცედენტო ზრდა

© Sputnik / Levan Avlabreli
პრეს-რელიზები
მოკლე ბმულის მიღება
17 0 0

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრის პოსტსაბჭოთა ქვეყნების ეკონომიკური განვითარების სექტორის ხელმძღვანელის ელენა კუზმინას ბრიფინგი თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში პარასკევს, 2 დეკემბერს, 11:00 საათზე გაიმართება.

ბრიფინგის თემა: „ქართულ—რუსული ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივები, საქართველოსა და რუსეთში აშშ დოლარის კურსის უპრეცედენტო ზრდა“. მოგვიანებით, ასევე პარასკევს ელენა კუზმინა ამ თემაზე ლექციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში წაიკითხავს. ღონისძიების ორგანიზატორები არიან — ა. გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდი და ე. პრიმაკოვის სახელობის რუსეთ-საქართველოს საზოგადოებრივი ცენტრი.

ელენა კუზმინა — რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრის პოსტსაბჭოთა ქვეყნების ეკონომიკური განვითარების სექტორის ხელმძღვანელია; ასევე შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციისა და დსთ-ის ქვეყნების ეკონომიკური ინტეგრაციის საკითხებში რუსეთის სავაჭრო–სამრეწველო პალატის კომიტეტის წევრი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოსკოვის ეკონომიკური სკოლის საერთო ეკონომიკური თეორიის კათედრის მასწავლებელი.

თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრი

თბილისი, აღმაშენებლის გამზირი 61, С  ბლოკი, მე-5 სართული.

ტელ: 555 90 89 77.

მთავარი თემები