ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციებმა Sputnik-ს ცენზურასთან ბრძოლაში მხარი დაუჭირეს

© photo: Sputnik / Konstantin Chalabov / გადასვლა მედიაბანკშირადიო Sputnik
რადიო Sputnik - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ფილიპ ლერუმ და ჟურნალისტთა ევროპული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რიკარდო გუტიერემ Sputnik-ს მხარი დაუჭირეს.

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ს ჟურნალისტთა საერთაშორისო და ევროპულმა ფედერაციებმა (IFJ/EFJ) მხარდაჭერა გამოუცხადეს მას შემდეგ, რაც 23 ნოემბერს ევროპის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციები, როგორც მესამე მხარეების პროპაგანდის წინაღობა“.

რეზოლუცია, რომელიც ემსახურება ევროკავშირში პრესის თავისუფლების შეზღუდვასა და ისეთი საინფორმაციო საშუალების მოღვაწეობის შეჩერებას ევროპაში, როგორიცაა Sputnik-ი, ორი საერთაშორისო პროფილური ორგანიზაციის კრიტიკის საგანი გახდა. Sputnik-ს მხარდაჭერის წერილები გაუგზავნეს ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ფილიპ ლერუმ და ჟურნალისტთა ევროპული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რიკარდო გუტიერემ.

რეზოლუციის მიღების შემდეგ საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-მა ევროკავშირში სიტყვის თავისუფლებაზე შეტევის შეჩერების მოთხოვნითა და მთავარი რედაქტორის მარგარიტა სიმონიანის ხელმოწერით შესაბამისი წერილები გაგზავნა საერთაშორისო ორგანიზაციებში, გაეროს, იუნესკოსა და ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ჩათვლით.

ჟურნალისტთა ევროპული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რიკარდო გუტიერემ ევროპის პარლამენტის ქმედებას „დემონიზაციისა და ცენზურის“ აქტი და აგრეთვე „ცივი ომის უკვდავყოფა“ უწოდა. ამას გარდა, მან გააკრიტიკა რუსული საინფორმაციო საშუალებების ტერორისტულ ორგანიზაცია ISIS-თან შედარებაც. პროფესიული მედიათანამეგობრობის სახელით, რომელიც დაახლოებით 320 ათას ჟურნალისტსა და 43 ევროპულ ქვეყანას აერთიანებს, რიკარდო გუტიერემ მოუწოდა ევროკავშირს, „ხელი შეუწყოს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის პოპულარიზაციასა და მედიის პლურალიზმს“.

რეზოლუციის შესახებ კომენტარის გაკეთებისას ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ფილიპ ლერუმ განაცხადა: „ჩემი აზრით, მასმედიის ამ საშუალებებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, დაიცვან საკუთარი პოზიციები ევროპარლამენტის ბრალდებებისგან. ვფიქრობ, ასეთი შესაძლებლობა მათთვის არავის შეუთავაზებია… ევროპის პარლამენტიცა და ჟურნალისტთა საერთაშორისო და ევროპული ფედერაციებიც სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე დგანან. ძირითადი პრინციპი, რასაც სიტყვის თავისუფლება ეფუძნება — ეს ფაქტების ხელშეუხებლობა და ამ ფაქტებზე კომენტარების თავისუფლად გაკეთებაა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ გამონათქვამები არ მოგვწონს, ეს პრინციპი მაინც ყოველთვის უნდა იყოს აღმატებული ძალისა“.

აღნიშნულ რეზოლუციას ევროპარლამენტში ხმა 691-დან 304-მა დეპუტატმა მისცა, ხოლო 208-მ თავი შეიკავა.

Sputnik (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. Sputnik-ის ახალი ამბები სადღეღამისო რეჟიმში გამოდის ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე.

ყველა ახალი ამბავი
0