გამოკითხვა: ამერიკული მასმედია მიკერძოებით აშუქებდა საპრეზიდენტო არჩევნებს

© REUTERS / Toby Melvilleტრამპი-კლინტონის წინასაარჩევნო კამპანია
ტრამპი-კლინტონის წინასაარჩევნო კამპანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მათმა რაოდენობამ, ვინც მიიჩნევს, რომ ამერიკული საინფორმაციო საშუალებები საზოგადოებას კანდიდატების შესახებ დაბალანსებულ ინფორმაციას აწვდიდნენ, მხოლოდ 20% შეადგინა.

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. „Sputnik.მნენიას“ გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების აბსოლუტური უმრავლესობა (80%) მიიჩნევს, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების გაშუქებისას საინფორმაციო საშუალებები ერთ-ერთ კანდიდატთან მიმართებით ტენდენციური იყო. ამასთან ერთად ამერიკელთა ნახევარზე მეტმა (59%) უპასუხა, რომ არაობიექტური იყო როგორც ლოკალური, ისე ნაციონალური საინფორმაციო საშუალებები. გამოკითხვა კვლევითმა კომპანია TNS UK-მა საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის დაკვეთით ჩაატარა.

გამოკითხვის მონაცემების თანახმად, ამერიკელთა 16% მიიჩნევს, რომ ნაციონალური საინფორმაციო საშუალებები უპირატესობას ერთ-ერთ კანდიდატს ანიჭებდნენ, ამასთან ლოკალური საინფორმაციო საშუალებები ობიექტურობას ინარჩუნებდნენ. გამოკითხვაში მონაწილეთა 5% კი, პირიქით, მიიჩნევს, რომ მხოლოდ ლოკალური მასმედია იყო ტენდენციური, ხოლო ნაციონალური — არა. მათმა რაოდენობამ, ვინც მიიჩნევს, რომ ამერიკული საინფორმაციო საშუალებები საზოგადოებას კანდიდატების შესახებ დაბალანსებულ ინფორმაციას აწვდიდნენ, მხოლოდ 20% შეადგინა.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების გაშუქებისას მასმედია მხარს უჭერდა თუ არა ერთ-ერთ კანდიდატს?
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების გაშუქებისას მასმედია მხარს უჭერდა თუ არა ერთ-ერთ კანდიდატს?  - Sputnik საქართველო
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების გაშუქებისას მასმედია მხარს უჭერდა თუ არა ერთ-ერთ კანდიდატს?

კითხვას, „თუ განვიხილავთ აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიას, როგორ თვლით, კანდიდატებთან მიმართებით რამდენად მიკერძოებული იყო მასმედია“, 18-დან 64 წლამდე ასაკის 1012-მა რესპონდენტმა უპასუხა. გამოკითხვაში მონაწილეები მოსახლეობას სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით ასახავენ. შერჩევის მაქსიმალური ცდომილება არ აღემატება 3,1%-ს 95%-იანი სანდოობის ალბათობით.

ცნობა პროექტ „Sputnik.მნენიას“ შესახებ: 

ეს არის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი საერთაშორისო პროექტი, რომელიც 2015 წლის იანვარში დაიწყო. მისი პარტნიორები არიან ცნობილი კვლევითი კომპანიები Populus-ი, Ifop-ი და forsa. ევროპის ქვეყნებსა და აშშ–ში პროექტის ფარგლებში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები აქტუალურ პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. 

Sputnik (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში.

ყველა ახალი ამბავი
0