საპარლამენტო არჩევნები 2016: Sputnik-ის გზამკვლევი

© Sputnik / Alexander Imedashviliწინასაარჩევნო პლაკატი
წინასაარჩევნო პლაკატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. Sputnik-ის ახალი ლონგრიდი მკითხველს დაეხმარება, გაერკვეს ქვეყნის მთავარი პოლიტიკური მოვლენის დეტალებში.

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik საქართველომ“ საპარლამენტო არჩევნების წინ თემატური პროექტი „არჩევნები 2016: სადეპუტატო სავარძლების პრეტენდენტი პარტიების ტოპ-8“ ჩაუშვა. მულტიმედიური ნავიგატორი პორტალის მკითხველს დაეხმარება წინასაარჩევნო მარათონში მონაწილე მთავარი პოლიტიკური პარტიების შესახებ ინფორმაციის მიღებაში, მათი მრავალფეროვანი საარჩევნო პლატფორმებისა და მოსაზრებების გაცნობაში. პროექტი მოიცავს ფოტორეპორტაჟებს საარჩევნო უბნებიდან და წინასაარჩევნოდ გამართული აქციებიდან და კანდიდატების წინასაარჩევნო ვიდეორგოლების კოლაჟს. ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით ასევე წარმოგიდგენთ „იდეალური დეპუტატის“ პორტრეტს.

„Sputnik საქართველო“ მკითხველს მთავარ პოლიტიკურ მოვლენაზე — საპარლამენტო არჩევნები 2016-ზე მარტივი და მისაღები ფორმით წინასაარჩევნო მოვლენებთან დაკავშირებით ხელსაყრელი ნავიგაციის ფორმატში მოუთხრობს“, — აღნიშნა რესურს „Sputnik საქართველოს“ ხელმძღვანელმა ოქსანა ვოინცევამ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება. ამომრჩეველთა სიაში 3,4 მილიონზე მეტი ადამიანია შეყვანილი. საქართველოს მოქალაქეებმა არჩევანი 19 პარტიასა და 6 საარჩევნო ბლოკს შორის უნდა გააკეთონ. არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღემდე 18 წელი შეუსრულდა. მოქალაქეებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი საბუთი ან პასპორტი.

Sputnik (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში.

ყველა ახალი ამბავი
0