ევროპელების აზრით, 2011 წლის შემდეგ აშშ-მ მსოფლიო უსაფრთხო ვერ გახადა

© photo: Sputnik / Владимир Федоренко / გადასვლა მედიაბანკშისავაჭრო ცენტრი ნიუ-იორკში
სავაჭრო ცენტრი ნიუ-იორკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამასთან, აშშ-ში გამოკითხულთა 54%-მა განაცხადა, რომ მათი ქვეყანა წარმატებით ახორციელებს ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ.

თბილისი,  8 სექტემბერი — Sputnik.  „Sputnik-მნენიას" გამოკითხვის თანახმად, გერმანიის (74%), საფრანგეთისა (65%) და იტალიის (63%)  მოსახლეობის უმეტესობა თვლის, რომ 11 სექტემბრის შემდეგ აშშ-ის მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ გატარებულმა ზომებმა მსოფლიო უსაფრთხოება ვერ გაზარდა. აშშ-ის მოსახლეობა, პირიქით, უფრო სკეპტიკურადაა განწყობილი საკუთარი ქვეყნის მიერ უსაფრთხოების გაძლიერებისადმი გადადგმულ ქმედებებთან დაკავშირებით: 54%-მა განაცხადა, რომ მათი ქვეყანა წარმატებით ახორციელებს ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ, 39%-მა უარყოფითი პასუხი დააფიქსირა, 7%-მა კი პასუხი „არ ვიცი“ აირჩიეს. მონაცემები მიღებული იქნა საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის დაკვეთით ცნობილი ფრანგული კვლევითი კომპანია Ifop-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად.

2011 წლის 11 სექტემბერის ტერორისტული აქტის შემდეგ, აშშ-მ საერთაშორისო და შიდა უსაფრთხოების გაძლიერებისთვის რიგი ღონისძიებები გაატარა: მიღებული იქნა „პატრიოტული აქტი“, რომელიც უცხოეთსა და აშშ-ში მოქმედი კომპანიებისა და მოქალაქეების შესახებ მონაცემების შეგროვების კუთხით,  გამოძიების ფედერალური ბიუროს უფლებებს აფართოებს. ტერორისტული საფრთხეების შემცირების მიზნით, ავღანეთსა და სირიაში სამხედრო ინტერვენცია განხორციელდა.

ევროპელების აზრით, 2011 წლის შემდეგ აშშ-მ მსოფლიო უსაფრთხო ვერ გახადა
ევროპელების აზრით, 2011 წლის შემდეგ აშშ-მ მსოფლიო უსაფრთხო ვერ გახადა - Sputnik საქართველო
ევროპელების აზრით, 2011 წლის შემდეგ აშშ-მ მსოფლიო უსაფრთხო ვერ გახადა

პასუხად კითხვაზე, „თქვენი აზრით, 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის შემდეგ აშშ-ის მიერ გატარებულმა ზომებმა, უსაფრთხო გახადა თუ არა ცხოვრება მსოფლიოში?“ — გერმანელების მხოლოდ 20%-მა, ფრანგების 24%-მა და იტალიელების 30%-მა უპასუხა „კი“. პასუხი „არ ვიცი“ გერმანიაში რესპონდენტების  11%-მა, საფრანგეთში 11%-მა და იტალიაში 7%-მა აირჩიეს.

გამოკითხვა ფრანგულმა კვლევითმა კომპანია IFop-მა გერმანიაში, საფრანგეთსა და იტალიაში 28 ივნისიდან 4 ივლისის პერიოდში ჩაატარა, ხოლო აშშ-ში, 26-30 აგვისტოს პერიოდში.  გამოკითხვაში მონაწილეობა 4015-მა რესპონდენტმა მიიღო გერმანიიდან (1000), საფრანგეთიდან (1004), იტალიიდან (1002) და აშშ-დან (1009).

შერჩეული რესპონდენტები მოსახლეობას სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით წარმოაჩენენ. შერჩევის მაქსიმალური ცდომილება არ აღემატება 3,1%-ს, 95%-იანი სანდოობის ალბათობით.

ცნობა პროექტ „Sputnik.მნენიას“ შესახებ:

ეს არის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი საერთაშორისო პროექტი, რომელიც 2015 წლის იანვარში დაიწყო. მისი პარტნიორია ცნობილი კვლევითი კომპანიები Populus-ი, Ifop-ი და forsa. ევროპის ქვეყნებსა და აშშ–ში პროექტის ფარგლებში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები აქტუალურ პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით.

Sputnik (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში.

ყველა ახალი ამბავი
0