Sputnik-მა პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ ჩაუშვა

© Alexander Imedashviliებრაელთა რესტორანი "იერუსალიმი" - ძველი თბილისი
ებრაელთა რესტორანი იერუსალიმი - ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისი ყოველთვის იყო ერთ-ერთი მრავალეროვანი ქალაქი მსოფლიოში და მის ყოველდღიურობას სხვადასხვა კულტურისა და ტრადიციების მქონე ხალხი ქმნიდა. სწორედ ამ კულტურათა გადაკვეთის შედეგად წარმოიშვა განუმეორებელი ქალაქური კოლორიტი.

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik საქართველომ“ მულტიმედიური პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ დაიწყო, რომელიც თბილისსა და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებზე მოგითხრობთ. პროექტი, რომლის სიუჟეტსაც მკითხველი თვეში ორჯერ გაეცნობა, პირველ ჯერზე ებრაელთა დიასპორაზე მოგითხრობთ, რომლის ისტორიაც საქართველოში 26 საუკუნეს ითვლის. პროექტს საფუძვლად 20 დიასპორის შესახებ ისტორიები უდევს. გარდა მასალისა, მათ შესახებ მომზადდება ექსკლუზიური ფოტო- და ვიდეო-ილუსტრაციები, რომლებსაც დიასპორების წარმომადგენლები პირადი არქივიდან მოგვაწვდიან.

„საქართველოში არსებულ ყველა ეთნიკურ და ნაციონალურ უმცირესობას შეუძლია იამაყოს ქვეყნის კულტურასა და ისტორიაში შეტანილი ამა თუ იმ წვლილით. Sputnik-ის პროექტი დიასპორების შესახებ ყოვლისმომცველ ინფორმაციას წარმოგიდგენთ — ეროვნული სამზარეულოდან დაწყებული, ტრადიციებითა და მოსახლეობის რაოდენობით დამთავრებული“, — განაცხადა რესურს „Sputnik საქართველოს“ ხელმძღვანელმა ოქსანა ვოინცევამ.

სინაგოგა - Sputnik საქართველო
„ისრაელი ჩვენთვის დედაა, საქართველო კი – დედა, რომელმაც ძუძუ გვაწოვა“

მოსახლეობის ბოლო აღწერის (2014 წ.) თანახმად, საქართველოში ეთნიკური უმცირესობების დაახლოებით 500 ათასი წარმომადგენელი ცხოვრობს (მოსახლეობის საერთო რაოდენობის დაახლოებით 14%). შედარებით მრავალრიცხოვანია აზერბაიჯანლებისა და სომხების დიასპორები. შემდეგ მოდიან რუსები, ოსები, იეზიდები, უკრაინელები, ქისტები, ბერძნები, ასირიელები. თბილისი ყოველთვის იყო ერთ-ერთი მრავალეროვანი ქალაქი მსოფლიოში და მის ყოველდღიურობას სხვადასხვა კულტურისა და ტრადიციების მქონე ხალხი ქმნიდა. სწორედ ამ კულტურათა გადაკვეთის შედეგად წარმოიშვა განუმეორებელი ქალაქური კოლორიტი.

Sputnik-ი (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში.

ყველა ახალი ამბავი
0