SPUTNIK-მა ქართველ ოლიმპიელებს წარმატებები უსურვა

© REUTERS / PAULO WHITAKERზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2016 რიო-დე-ჟანეიროში
ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2016 რიო-დე-ჟანეიროში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტი „საქართველო რიოს ოლიმპიადაზე“ ინტერვიუების, ფოტოლენტებისა და ვიდეოს ფორმატში მკითხველს ხუთი თვის განმავლობაში ქართული სპორტის იმ ფავორიტებს აცნობდა, რომლებსაც რიოს ოლიმპიადაზე მედლების მოპოვების დიდი შანსი აქვთ.

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik საქართველომ" პროექტის „საქართველო რიოს ოლიმპიადაზე“ ფარგლებში იმ ქართველი სპორტსმენების ექსკლუზიური ავტოგრაფები წარმოადგინა, რომლებიც რიოს ოლიმპიადაზე გაემგზავრნენ. Sputnik-ის ფოტოლენტები ოლიმპიელების ვარჯიშისა და ზაფხულის თამაშების წინ სიმბოლური სურვილების ამსახველი კადრებითაა შევსებული. მაგალითად, ქართველმა ტიტულოვანმა სპორტსმენმა, ოლიმპიური მედლების მფლობელმა ნინო სალუქვაძემ ფოტოზე ავტოგრაფად დაწერა: „თუ ძალაუფლება სიყვარულისა გადააჭარბებს სიყვარულს ძალაუფლებაზე, მსოფლიოში ომი აღარ იქნება!“

რესურს „Sputnik საქართველოს“ ხელმძღვანელმა ოქსანა ვოინცევამ აღნიშნა: „ქართველი ოლიმპიელები — ჩვენი სიამაყეა! საქართველოში მათ სახეზე ყველა არ იცნობს, არა და ოლიმპიელები ხომ ნამდვილი გმირები არიან. Sputnik-ის პროექტში ჩვენ შევეცადეთ იმ ადამიანებზე მოგვეთხრო, რომლებიც ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს წარადგენენ. ჩვენი კოლექტივის სახელით ვუსურვებთ მათ გამარჯვებას და იმედს გამოვთქვამთ, რომ ისინი მედლებით დაგვიბრუნდებიან! "Sputnik საქართველო" გულისყურით ადევნებს თვალს მათ თითოეულ წარმატებას და მკითხველს მომავალშიც მოუთხრობს მათ შესახებ“. 

პროექტი „საქართველო რიოს ოლიმპიადაზე“ ინტერვიუების, ფოტოლენტებისა და ვიდეოს ფორმატში მკითხველს ხუთი თვის განმავლობაში ქართული სპორტის იმ ფავორიტებს აცნობდა, რომლებსაც რიოს ოლიმპიადაზე მედლების მოპოვების დიდი შანსი აქვთ. რეიტინგულ მასალებს შორისაა ინტერვიუ თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან, ტყვიით მსროლელ ცოტნე მაჭავარიანთან, ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავასთან, კანოისტ ზაზა ნადირაძესთან და ძიუდოისტებთან — ავთო ჭრიკიშვილთან და გენო პეტრიაშვილთან.

ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2016 რიო-დე-ჟანეიროში 5-21 აგვისტოს პერიოდში გაიმართება. ოლიმპიადაზე მედლების რეკორდული რაოდენობა (306) გათამაშდება. გარდა ამისა, ოლიმპიადაში ქვეყნების რეკორდული რაოდენობა (206) მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს რიოში სპორტსმენების რეკორდული რაოდენობა (40) წარადგენს!

Sputnik-ი (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში.

ყველა ახალი ამბავი
0