Sputnik-ის პორტალზე ფესტივალ "განმანათლებლის" პირდაპირი ტრანსლირება იწყება

© Фото: Пресс-служба фестиваля "Просветитель"Sputnik-ის პორტალზე ფესტივალ "განმანათლებელის" პირდაპირი ტრანსლირება იწყება
Sputnik-ის პორტალზე ფესტივალ განმანათლებელის პირდაპირი ტრანსლირება იწყება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეებს ეძლევათ უნიკალური შანსი, ფესტივალის ქართველი მონაწილეების გამოსვლა პირდაპირ რეჟიმში იხილონ.

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik საქართველო“ 27-28 ივლისს მართლმადიდებლური სიმღერის II საერთაშორისო ფესტივალზე წმინდა სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდისა და ქრისტეს ენაზე მომღერალი ასირიელი სქიარქიმანდრიტ სერაფიმეს გამოსვლის პირდაპირ ტრანსლირებას გთავაზობთ. ტრანსლაციის ხილვა „Sputnik საქართველოს“ პორტალზე 27 ივლისს თბილისის დროით 17:00 საათიდან, ხოლო 28 ივლისს 16:30 საათიდან იქნება შესაძლებელი.

ტრანსლაციის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე:http://sputnik-georgia.ru/video/20160727/232837638.html

მართლმადიდებლური სიმღერის II საერთაშორისო ფესტივალი „განმანათლებელი“ 27-28 ივლისს ვალაამსკის ტაძრის (კარელია) ტერიტორიაზე ჩატარდება. ვალაამში მეორე წელია  სასულიერო გუნდები იკრიბებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რათა ფესტივალის სტუმრებს საკუთარი ხალხების კულტურა წარუდგინონ. 2016 წლის ფესტივალის მონაწილეთა შორის არიან საქართველოს, სომხეთის, ბულგარეთის, საბერძნეთის, ლიბანის, რუსეთისა და რუმინეთის კოლექტივები. ფესტივალის უნიკალური პროგრამა მუსიკალურ და პოეტურ ჭრილში მართლმადიდებლური დღესასწაულების შესახებ მოგითხრობთ.

Sputnik (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. Sputnik-ის ხელმომწერებისთვის ახალი ამბები 24 საათის განმავლობაში გამოდის ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე.

ყველა ახალი ამბავი
0