Sputnik-მა ზაფხულის სეზონისთვის ბათუმის შესახებ გზამკვლევი ჩაუშვა

© photo: Sputnik / Alexander ImedashviliДевушка рассматривает на компьютере лонгрид "Батуми - эпицентр грузинского лета"
Девушка рассматривает на компьютере лонгрид Батуми - эпицентр грузинского лета - Sputnik საქართველო
გამოწერა
მკითხველი გაეცნობა აჭარული სამზარეულოს თავისებურებებსა და საინტერესო საზღვაო გართობებს, ბათუმსა და მის შემოგარენში სასტუმროებისა და ბინების ფასებს. ლონგრიდი ასევე წარმოგიდგენთ ვიდეოს იმის შესახებ, თუ რამდენად მოსწონთ ტურისტებს ბათუმი და რა დაამახსოვრდათ მათ ამ ქალაქში.

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik საქართველომ" ზაფხულის ცხელი სეზონისთვის ლონგრიდი „ბათუმი — ქართული ზაფხულის ეპიცენტრი“ ჩაუშვა, რომელშიც ფოტო- და ვიდეოფორმატში მოთხრობილია საქართველოს ბუნებისა და კულტურული ღირსშესანიშნაობების, რესტორნების, კლუბებისა და შავიზღვისპირეთის კურორტების შესახებ.

მკითხველი გაეცნობა აჭარული სამზარეულოს თავისებურებებსა და საინტერესო საზღვაო გართობებს, ბათუმსა და მის შემოგარენში სასტუმროებისა და ბინების ფასებს. ლონგრიდი ასევე წარმოგიდგენთ ვიდეოს იმის შესახებ, თუ რამდენად მოსწონთ ტურისტებს ბათუმი და რა დაამახსოვრდათ მათ ამ ქალაქში.

„ლონგრიდის ფორმატში Sputnik-მა ბათუმის შესახებ გზამკვლევი ჩაუშვა, რომელიც მოიცავს როგორც პრაქტიკულ რჩევებს, ისე ქალაქის საინტერესო ფაქტებსა და ღირსშესანიშნაობების შესახებ ინფორმაციას. ტურისტებსა და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ გაიგონ ყველაფერი – როგორ მოახერხონ აჭარაში ჩასვლა, სად არის უკეთესი პლაჟი, რა მონაკვეთშია ზღვა უფრო სუფთა და ა.შ.“, — განაცხადა რესურს „Sputnik საქართველოს“ ხელმძღვანელმა ოქსანა ვოინცევამ.

Sputnik (sputniknews.com) — საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიოა მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. Sputnik-ის ხელმომწერებისთვის ახალი ამბები 24 საათის განმავლობაში გამოდის ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე.

ყველა ახალი ამბავი
0