Sputnik-ი ლეგენდარულ ქართველ სპორტსმენებზე მოგითხრობთ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliლონგრიდი „დიდებული რვიანი“
ლონგრიდი „დიდებული რვიანი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
მალე საიტი Sputnik-ი ლონგრიდის ქართულ ვერსიასაც შემოგთავაზებთ.

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik–საქართველომ“ რიო-დე-ჟანეიროს საზაფხულო ოლიმპიადის წინ პორტალზე ლონგრიდი „დიდებული რვიანი“ ჩაუშვა, რომელიც ბოლო ნახევარი საუკუნის ლეგენდარულ ქართველ სპორტსმენებსა და მათ უმთავრეს გამარჯვებებზე მოგვითხრობს. ქართული სპორტის ვარსკვლავების ტოპ–8, რომელმაც, „Sputnik–საქართველოს“ აზრით, მსოფლიო სპორტის მრავალ სახეობაზე მოახდინა გავლენა, ასე გამოიყურება: 

— ნონა გაფრინდაშვილი და მაია ჩიბურდანიძე — დიდი მოჭადრაკეები, რომლებიც მსოფლიო ჭადრაკში თითქმის 30 წლის განმავლობაში დომინირებდნენ;   

— ვიქტორ სანეევი — მსოფლიო სპორტის ისტორიაში ერთადერთი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი სამმაგ ხტომაში;

— კახა კალაძე — ერთადერთი ქართველი, რომელმაც ორჯერ მოიპოვა გამარჯვება უეფას ჩემპიონთა ლიგაში;

— ნინო სალუქვაძე — ყველა ხარისხის ოლიმპიური მედლის მფლობელი, შვიდი ოლიმპიადის მონაწილე, მიზანში მსროლელი;

— ზურაბ ზვიადაური — დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ოლიმპიური ჩემპიონი, ძიუდოისტი;

— შოთა არველაძე — საუკეთესო ბომბარდირი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისტორიაში;

— საფეხბურთო კლუბი „დინამო“ თბილისი — თასების თასის მფლობელი (1981 წ). 

დასასრულ, ლონგრიდი წარმოგიდგენთ ახალგაზრდა სპორტსმენებს, რომლებიც რიოს ოლიმპიურ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას. წელს ბრაზილიაში ყველაზე ახალგაზრდული ნაკრები მიემგზავრება — ბევრს სულ ახლახან შეუსრულდა 20 წელი, ბევრი კი კიდევ უფრო უმცროსიცაა. სწორედ ეს ახალგაზრდები არიან ქართული სპორტის იმედი. 

„საქართველო ამაყობდა და კვლავაც ამაყობს თავისი სპორტსმენებით, რომლებმაც წარმოუდგენელ გამარჯვებებს მიაღწიეს სპორტულ ბატალიებში მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის, ოლიმპიურ თამაშებში. ამ პროექტით „Sputnik–საქართველოს“ სურს, წარმატება უსურვოს ახალგაზრდა ქართველ ოლიმპიელებს, რომლებიც რიო–2016–ზე მედლებისთვის იბრძოლებენ“, — აცხადებს რესურს „Sputnik–საქართველოს“ ხელმძღვანელი ოქსანა ვოინცევა. 

მალე საიტი Sputnik-ი ლონგრიდის ქართულ ვერსიასაც შემოგთავაზებთ.

Sputnik (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. „სპუტნიკის“ ახალი ამბები 24 საათის განმავლობაში გამოდის ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე. სააგენტოს მულტიმედიური კონტენტი და რადიოპროგრამები 30 ენაზე გადაიცემა.

ყველა ახალი ამბავი
0