გამოკითხვა: მიგრანტების გამო ევროპელებს სამუშაო ადგილების დაკარგვის ეშინიათ

© RIA Novosti . Григорий Сысоевევროპის მოსახლეობა. ბრიუსელი
ევროპის მოსახლეობა. ბრიუსელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპის მოსახლეობას დაუსვეს კითხვა: „ეთანხმებიან თუ არა ევროპელები იმას, რომ იმიგრაციის შედეგად ადგილობრივი მცხოვრებნი სამუშაო ადგილებს კარგავენ მიგრანტების სასარგებლოდ?“

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. "Sputnik-მნენიას" გამოკითხვის თანახმად, საფრანგეთის გამოკითხული მოსახლეობის 50%, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 47% და გერმანიის მოსახლეობის 36% თვლის, რომ მიგრაცია მათი ქვეყნების ადგილობრივი მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილების დაკარგვას იწვევს. მონაცემები მიღებულ იქნა საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის დაკვეთით ცნობილი ფრანგული კვლევითი კომპანია Ifop-ის და ბრიტანული კომპანია Populus-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად.

პასუხად კითხვაზე, „ეთანხმებიან თუ არა ევროპელები იმას, რომ იმიგრაციის შედეგად ადგილობრივი მცხოვრებნი სამუშაო ადგილებს კარგავენ მიგრანტების სასარგებლოდ?“ — დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის თითქმის მეოთხედმა — 24%-მა პასუხი ვერ გასცა. ამ საკითხში კარგად გარკვეული აღმოჩნდნენ საფრანგეთისა და გერმანიის მცხოვრებნი — ფრანგების მხოლოდ 5%-მა და გერმანელთა მხოლოდ 6%-მა აირჩია პასუხი „არ ვიცი“.

გამოკითხვა დიდ ბრიტანეთში 2016 წლის 15-21 აპრილს კვლევითმა კომპანიამ Populus-მა ჩაატარა. საფრანგეთსა და გერმანიაში კი კომპანიამ IFop-მა 2016 წლის 14-18 აპრილს. გამოკითხვაში მონაწილეობა 3042-მა რესპონდენტმა მიიღო გერმანიიდან (989), საფრანგეთიდან (1008) და დიდი ბრიტანეთიდან (1045).

შერჩეული რესპონდენტები მოსახლეობას სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით წარმოაჩენენ. შერჩევის მაქსიმალური ცდომილება არ აღემატება 3,1%-ს, 95%-იანი სანდოობის ალბათობით.

© photo: Sputnikმიგრანტების გამო ევროპელებს სამუშაო ადგილების დაკარგვის ეშინიათ
მიგრანტების გამო ევროპელებს სამუშაო ადგილების დაკარგვის ეშინიათ - Sputnik საქართველო
მიგრანტების გამო ევროპელებს სამუშაო ადგილების დაკარგვის ეშინიათ

ცნობა პროექტ „Sputnik.მნენიას“ შესახებ:

ეს არის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი საერთაშორისო პროექტი, რომელიც 2015 წლის იანვარში დაიწყო. მისი პარტნიორია ცნობილი ბრიტანული კვლევითი კომპანია „პოპულუსი“. ევროპის ქვეყნებსა და აშშ–ში პროექტის ფარგლებში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები აქტუალურ პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით.

Sputnik (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში.

ყველა ახალი ამბავი
0